2020-09-16 17:42:48, 1029 ნახვა
საზოგადოება
გლდანის რაიონში ასფალტის საფარის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს
გლდანის რაიონის გამგეობა ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს განაგრძობს.
ამჯერად, ასფალტის საფარი ჯანჯღავას ქუჩის მონაკვეთზე, გლდანის ხევის N1 კორპუსთან არსებული სკვერის მიმდებარედ ხორციელდება.
საგზაო სამუშაოების ფარგლებში, დაახლოებით, 1 100 კვადრატულ მეტრ ფართობზე ასფალტის საფარი იგება.
სამუშაოებისთვის, რომელსაც გლდანის რაიონის გამგეობის დაკვეთით ტენდერში გამარჯვებული კომპანია ახორციელებს, 40 000 ლარამდე დაიხარჯება.
მიმდინარე სამუშაოებს გლდანის რაიონის გამგებელი, ბექა მიქაუტაძე საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატთან შალვა ოგბაიძესთან ერთად ადგილზე გაეცნო.
ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),