2020-09-16 11:38:22, 876 ნახვა
საზოგადოება
გარდაბანის სკოლაში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია
შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ 112-ში შემოვიდა ინფორმაცია, რომ გარდაბანში, სადგურის ქუჩაზე, მესამე საჯარო სკოლის შენობაში იყო ხანძარი.
ამის შესახებ განცხადებას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.
ადგილზე სახანძრო-სამაშველო ეკიპაჟები გამოცხადნენ უმოკლეს დროში. მათი ინფორმაციით, ხანძარი იყო ოთხსართულიანი საჯარო სკოლის შენობის მეორე სართულზე ერთ-ერთ ოთახში. შენობიდან მოსწავლეები და პედაგოგები უსაფრთხოდ გამოვიდნენ. დაშავებული არავინ არის.
ადგილზე მობილიზებული იყო სამი ეკიპაჟი.
ავტორი: ექსპრესნიუსი,