|
2020-09-16 10:40:22, 963 ნახვა
ეკონომიკა
პრემიერი - საქართველოს ტურიზმის სფეროს ექნება პრეტენზია, გლობალური ტურიზმის ერთ-ერთი წამყვანი ქვეყანა იყოს
საკუთარი უნიკალურობით საქართველოს ტურიზმის სფერო არსებული გამოწვევების თვალსაზრისით, იქნება ერთ-ერთი ლიდერი და ექნება პრეტენზია იყოს გლობალური ტურიზმის ერთ-ერთი წამყვანი ქვეყანა“, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა. მისი თქმით, კრიზისულმა პერიოდმა საქართევლოში ტურიზმის სექტორი დააზიანა, თუმცა მანამდე ქვეყანა ტურიზმის განვითარების მხრივ ერთ-ერთი ლიდერი იყო. „მინდა ხაზი გავუსვა იმ ფაქტს, რომ კრიზისულმა პერიოდმა საქართევლოში ტურიზმის სექტორი ასევე დააზიანა, თუმცა წინა წლების მაჩვენებლით საქართველო ტურიზმის განვითარების თვალსაზრისით ერთ-ერთი ლიდერი იყო მსოფლიოში. მხოლოდ 2019 წელს საქართველომ საერთაშორისო მოგზაურების რეკორდული – 9.4 მილიონი ვიზიტორი მიიღო, რაც 3 700 000-იანი ქვეყნისთვის რა თქმა უნდა დიდი წარმატებაა. აქტიურად ვახორციელებთ ინფრასტრუქტურის განვითარებას, რაც ხელს უწყობს როგორც ქვეყნის სწრაფ ეკონომიკურ ზრდას, ასევე ტურიზმის სექტორის განვითარებას. გარდა ამისა, ხელს ვუწყობთ აქტიური კამპანიით ქვეყნის ცნობადობის ამაღლებას. ვზრუნავთ ტურიზმის სექტორში დასაქმებულთა ხელშეწყობაზე და ვქმნით ახალ ტურისტულ პროდუქტებს და ხელს ვუწყობთ ახალი პირდაპირი ფრენების გამართვას. საკუთარი უნიკალურობით საქართველოს ტურიზმის სფერო არსებული გამოწვევების თვალსაზრისით, იქნება ერთ-ერთი ლიდერი და ექნება პრეტენზია იყოს გლობალური ტურიზმის ერთ-ერთი წამყვანი ქვეყანა“, - განაცხადა გახარიამ.
ზელენსკი: ვიტკოფისა და კუშნერის ვიზიტების დროს საჰაერო დარტყმებს არ განვახორციელებთ, რუსეთმაც იგივე უნდა გააკეთოს
დენის კულანინმა საქართველო დატოვა
სააკაშვილი- მელია რომელიც ერთ დროს ჩემს მზეს რომ ფიცულობდა, ახლა ის დერეფანში ჩემს ყოველ ჩავლაზე მთელი ხმით უშვერ დედის გინებებს აღავლენს ხოლმე, ჩემი მიმართულებით
პროკურატურა - „ასავალ-დასავალის“ რესპონდენტის გარდაცვალებასთან დაკავშირებით ოპოზიციის სამი წევრი დაიკითხა
|
რედაქტორის რჩევით
რა კავშირები აქვს სომეხ ბიზნესმენს რუსეთთან რომელმაც ბილტმორი და ტერაბანკი იყიდა
გებელსიადა ComCom-ში საბჭოთა ცენზურის დაცვით
ომი უკრაინაში
რუსული დრონი კიევში СБУ-ს მთავარ ოფისს დაეჯახა
ოდესა კვლავ დაბომბვის ობიექტი გახდა,არიან დაღუპულები და დაჭრილები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)