01:42 - 19 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-09-16 10:03:24, 867 ნახვა

საზოგადოება
ნინო თანდილაშვილმა ქალაქ რუსთავის ატმოსფერული ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების საკითხზე შეხვედრა გამართა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ ნინო თანდილაშვილმა  ქალაქ რუსთავის ატმოსფერული ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების სამოქმედო გეგმის სამუშაო ვერსიის განხილვის მიზნით ონლაინ შეხვედრა გაიმართა.

„სახელმწიფოსთვის ჰაერის ხარისხის გაუმჯობესება პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს. მოხარული ვარ, რომ სამინისტროსა და ყველა დაინტერესებული მხარის მაქსიმალური ჩართულობით შესაძლებელი გახდა  ქალაქ რუსთავის ატმოსფერული ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების სამოქმედო გეგმის შემუშავება და საჯარო განხილვა. მინდა მადლობა გადავუხადო ყველა მხარეს პროცესში აქტიური მონაწილეობისთვის.  საქართველოს მთავრობა სამოქმედო გეგმას უახლოეს მომავალში დაამტკიცებს და ვფიქრობ, რომ ერთიანი მუშაობით, ორ წელიწადში, ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების თვალსაზრისით, მნიშვნელოვანი შედეგები უკვე გვექნება“, - აღნიშნა  ნინო თანდილაშვილმა. 

ქალაქ რუსთავის ატმოსფერული ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების სამოქმედო გეგმის სამუშაო ვერსია კომპლექსური დოკუმენტია, რომლის მთავარ ამოცანას სამრეწველო საწარმოების რეგულირება, ეკოლოგიური ინიციატივების ხელშეწყობა (სატრანსპორტო სისტემის გადახალისება, ველო ბილიკების ინფრასტრუქტურის მოწყობა, მწვანე სივრცეების ზრდა და განვითარება) და საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაზე ზრუნვა წარმოადგენს.

ონლაინ შეხვედრაში გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი სამსახურის ხელმძღვანელი პირები, ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
რატომ ჰგავს რეჟიმის ინიციატივა, დაამკვიდროს აღვირახსნილი ცენზურა რუსულ მოდელს - განვიხილავთ დეტალურად
„გაიარე მეტი უსაფრთხოდ“ - „თეგეტას“ ახალი კამპანია საგზაო უსაფრთხოების კულტურის გასაძლიერებლად
Anchorსაქართველოს ბანკისა და ლურჯი მოცვის მწარმოებელთა ასოციაციის თანამშრომლობის ფარგლებში, საქართველოს საერთაშორისო მოცვის ორგანიზაციის თავმჯდომარე ეწვია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics