|
2020-09-15 20:42:20, 1015 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი ღარიბაშვილი - არც ერთი შეცდომა არ დაგვიფარავს და არ გვითქვამს, რომ უშეცდომოები ვართ
ტელეკომპანია „პალიტრანიუსზე“ გადაცემაში „დღის ნიუსრუმი“ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მმართველობის რვაწლიანი პერიოდი შეაფასა და დაშვებულ შეცდომებზეც ისაუბრა. ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, დღევანდელ ხელისუფლებას შეცდომების აღიარებისა და მათი გამოსწორების უნარიც შესწევს. მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ საქართველოს მოსახლეობა კიდევ ერთხელ სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს. „არც ერთი შეცდომა არ დაგვიფარავს და არ გვითქვამს, რომ უშეცდომოები, იდეალურები ვართ. იყო რაღაც შეცდომები, გადაცდომები, მაგრამ ჩვენ როგორც ხელისუფლებას, შეგვწევს იმის უნარი, რომ ეს შეცდომები დავინახოთ, გამოვასწოროთ და წინსვლა გავაგრძელოთ. რაც შეეხება რეიტინგებს, გამოკითხვების მიხედვით, „ქართული ოცნების“ რეიტინგი 55-56%-ს შეადგენს, რაც „ნაციონალური მოძრაობის“ რეიტინგს მინიმუმ ოთხჯერ, მთლიანად ოპოზიციური პარტიების რეიტინგს ორჯერ აღემატება. საბოლოო რეიტინგსა და შედეგებს კი, არჩევნების დღე განსაზღვრავს“, - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა. ირაკლი ღარიბაშვილს NDI-ის კვლევები და წინასწარი შედეგები არასარწმუნოდ მიაჩნია და აღნიშნული ინსტიტუტისა და „ნაციონალური მოძრაობის“ თანამშრომლობა გაიხსენა. „წლების განმავლობაში მათი არცერთი კვლევა არ არის სარწმუნო. ასე იყო 2012 წლამდე, როდესაც ისინი ამბობდნენ, რომ „ქართულ ოცნებას“ 10-12% ჰქონდა რეიტინგი. შემდეგ წლებშიც, ბოლო არჩევნებშიც თუ მის კვლევებს გადავხედავთ, არცერთი კვლევის შედეგი სარწმუნო არ არის. სამწუხაროდ, NDI-ის ბრენდს და სახელს ბოროტად იყენებს „ნაციონალური მოძრაობა“ , - აღნიშნა მინისტრმა. სკეპტიკურად განწყობილ და ჩამოუყალიბებელ ამომრჩევლებთან დაკავშირებით, ირაკლი ღარიბაშვილი განმარტავს, რომ ასეთი ამომრჩევლების დარწმუნება დიდწილად ხელისუფლების ეფექტიან მოქმედებასა და კომუნიკაციის ხარისხზე იქნება დამოკიდებული.
ფრანგმა პროკურორებმა ილონ მასკის წინააღმდეგ სისხლის სამართლის გამოძიება დაიწყეს.
ირანი გეგმავს, რომ მსოფლიოს უმსხვილესი IT კომპანიებისგან ჰორმუზის სრუტეში კაბელების გაყვანისთვის გადასახადი დააწესოს
CNN: პენტაგონი ირანზე ახალი დარტყმებისთვის სამიზნეების სიას ამზადებს
უკრაინამ ომის განმავლობაში მოსკოვის ოლქზე ყველაზე მასშტაბური თავდასხმის დროს ენერგეტიკული ობიექტები, თავდაცვის ინდუსტრიის საწარმო და შერემეტიევოს აეროპორტი დაბომბა
|
რედაქტორის რჩევით
ოცნების რეჟიმმა მხარი არ დაუჭირა იმ ადამიანის გასამართლებას, ვინც 412 ქართველის მოკლა და ანწუხელიძე აწამა
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
ომი უკრაინაში
რუსეთის ძალებმა დნეპრისა და ოდესის საცხოვრებელ შენობებს იერიში მიიტანეს, რის შედეგადაც 20 ადამიანი დაშავდა
რუსეთმა ლიმანის „ცეცხლოვანი კერის“ აღების შესახებ წელს მეორედ გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)