05:19 - 10 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-09-15 18:37:31, 1205 ნახვა

საზოგადოება
ეკატერინე ტიკარაძე ლაბორატორიული ჯგუფის წარმომადგენლებსა და კლინიკების ხელმძღვანელებს შეხვდა

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე ლაბორატორიული ჯგუფის წარმომადგენლებსა და იმ კლინიკების ხელმძღვანელებს შეხვდა, რომლებიც СOVID-19-ის მართვაში არიან ჩართულები.

შეხვედრის მთავარი თემა სამედიცინო დაწესებულებებში საწოლფონდის მობილიზება იყო, საუბარი შეეხო ვირუსის გავრცელების მეორე ტალღასთან დაკავშირებულ მოლოდინებსა და საპასუხო სტრატეგიებს. მინისტრმა სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებისგან პირადად მოისმინა შეფასებები და რეკომენდაციები. მხარეები შეთანხმდნენ, რომ ჯანდაცვის სამინისტრო და ჰოსპიტალური სისტემა სრულ მზადყოფნაშია პაციენტების მისაღებად. ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, მთელი საქართველოს მასშტაბით ინფიცირებული პაციენტების მისაღებად 2400-მდე საწოლია მობილიზებული. მისივე განცხადებით, საერთაშორისო შედარებითობის მაჩვენებლით, საქართველო ისევ გამოიყურება ერთ-ერთ უსაფრთხო ქვეყნად.

"დღეის მდგომარეობით, პროგრამაში ჩართული იყო 12 კლინიკა, თუმცა კლინიკების სია ფართოვდება და კოვიდის შემთხვევების მართვაში  მონაწილეობას 31 კლინიკა მიიღებს .  კლინიკებთან ვისაუბრეთ მექანიზმზე , რაც საშუალებას მოგვცემს კლინიკური შემთხვევების მართვის ხარისხი შევინარჩუნოთ და კლინიკებს შორის ურთიერთთანამშრომლობის გამოცდილება ჩამოყალიბდეს. გამოცდილმა კლინიკებმა თავიანთი ექსპერტიზა ახალ კლინიკებს  უნდა გაუზიარონ. ამისთვის მობილური კონსილიუმის მექანიზმს გამოვიყენებთ. დღეის მდგომარეობით უკვე მობილიზებულია 2400-მდე საწოლი, საწოლების რაოდენობა სრულად შესაძლოა გაიზარდოს იმის მიხედვით , თუ რა საჭიროება იქნება.  მთავრობის დადგენილებით, ეპიდემიის საჭიროებებიდან გამომდინარე 3200 კოვიდ საწოლის მობილიზებაა განსაზვრული", -განაცხადა  მინისტრის მოადგილემ , თამარ გაბუნიამ





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
უკრაინამ განაცხადა, რომ ზელენსკი მზადაა პუტინს ანტარქტიდაში შეხვდეს, მაგრამ არა მოსკოვში
კირცხალია ივანიშვილის წარმომადგენელთა სხდომაზე - განვიხილეთ ჩინეთთან ურთიერთობა და სხვა პოლიტიკური საკითხები
ღარიბაშვილი სხდომების დახურვაზე -ჩრდილოვანი მართლმსაჯულების მკაფიო მაგალითია
ბრალი წარედგინა მასწავლებელს, რომელიც 30 წლის წინ, 7 წლის დაზარალებულზე სექსუალურად ძალადობდა - საფარი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics