2020-09-15 15:12:20, 1006 ნახვა
პოლიტიკა
„დაავალე მიშას“ - „ნაციონალური მოძრაობა“ ახალ კამპანიას იწყებს
„ნაციონალური მოძრაობა“ ახალ კამპანიას, „დაავალე მიშას“ იწყებს.
ამის შესახებ ბრიფინგზე ენმ-ს წევრმა ზაალ უდუმაშვილმა განაცხადა.
„დღეს ჩვენ ვიწყებთ ახალ კამპანიას „დაავალე მიშას“. რაც გულისხმობს შემდეგს - ჩვენი მაჟორიტარები შემოივლიან ყველა სოფელსა და ქალაქს, შეხვდებიან მოსახლეობას, მიიღებენ მათგან დავალებებს, რომელიც ხელისუფლების შემდეგ უნდა გადაიჭრას. ხელისუფლების ცვლილების შემდეგ ეს რჩევები და დავალებები იქნება გზამკვლევი. ეს დავალებები გადაეცემა ჩვენი პრემიერობის კანდიდატს და მიხეილ სააკაშივლი თავად მოგახსენებთ, როგორ უნდა გადაიჭრას ყველა ის პრობლემა, რომელიც მოსახლეობაში დაგროვდა“, - განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.
ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან