2020-09-14 11:37:00, 1357 ნახვა
პოლიტიკა
NDI -მოსახლეობის 56% ფიქრობს, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები თავისუფალ და სამართლიან გარემოში ჩატარდება
ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის კვლევის თანახმად, მოსახლეობის 56% ფიქრობს, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები თავისუფალ და სამართლიან გარემოში ჩატარდება.
გამოკითხულთა 28% არ ეთანხმება მოსაზრებას, რომ არჩევნები სამართლიან და თავისუფალ გარემოში გარემოში ჩატარდება, 16%-მა კი არ იცის აღნიშნულ კითხვაზე პასუხი.
ამასთანავე, მოსახლების 30% მიიჩნევს, რომ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის მთავარი დაბრკოლება ამომრჩეველთა მოსყიდვაა, 15% კი თლის, რომ ესაა ხმის მიცემის პროცესის დარღვევით ჩატარება. აღსანიშნავია ისიც, რომ მოქალაქეთა 14%-ის აზრით, არჩევნების სამართლიან გარემოში ჩატარებას არანაირი პრობლემა არ აქვს.

ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან