2020-09-13 18:14:20, 2185 ნახვა
საზოგადოება
ქუთაისში „პატრიოტთა ალიანსის“ აქციაზე რუსული ბორში მიიტანეს
ქუთაისში „პატრიოტთა ალიანსის“ აქციაზე რუსული ბორში მიიტანეს.
დღეს ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე ადგილობრივი თვითმართველობის ნებართვით „პატრიოტთა ალიანსი“ მოსახლეობასთან შეხვედრას მართავს.
სამოქალაქო აქტივისტებმა პარტიის მხარდამჭერებსა და შეხვედრაზე მისულ მოსახლეობას რუსული ბორში შესთავაზეს.
მათ ასევე პარტიის იდეოლოგია და მიმართულება გააპროტესტეს.
ამ წუთებში ქუთაისის ცენტრალური მოედანი „პატრიოტთა ალიანის“ შეხვედრას ეთმობა და მოძრაობა დროებით შეზღუდულია.
შეხვედრის ჩასატარებლად ცენტრალური მოედანი დილიდავნე მოამზადეს და დისტაცნიის დასაცავი სტიკერებიც დააკრეს.


ავტორი: ექსპრესნიუსი,