16:51 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-09-12 17:20:43, 16587 ნახვა

ომი უკრაინაში
აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს კორონავირუსი არ დაუდასტურდა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს, თორნიკე რიჟვაძეს კორონავირუსი  არ დაუდასტურდა.

ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, აჭარის მთავრობა ფუნქციონირებას განაგრძობს.

„გიდასტურებთ, რომ აჭარის მთავრობის აპარატის ერთ-ერთ თანამშრომელს დაუდასტურდა კორონავირუსი. მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. პრაქტიკულად უსიმპტომოა. ბოლო ათი დღეა მე არ მქონია მასთან შემხებლობა. დეზინფექცია განხორციელდა. გავიკეთე ტესტი. ასე რომ, მივყვებით იმ რეგულაციებს, რაც შემუშავებულია ჯანდაცვის სამინისტროს მიერ. ყველა ახლო კონტაქტი გადაყვანილია თვითიზოლაციაში. ჩვენ ვაგრძელებთ ფუნქციონირებას“, - განაცხადა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ.

სპეციალური სადეზინფექციო საშუალებებით დამუშავდება აჭარის მთავრობის შენობა და სამუშაო სივრცეები. აჭარის მთავრობა განაგრძობს ფუნქციონირებას ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციების შესაბამისად.

აღსანიშნავია, რომ აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს აღნიშნულ პირთან ბოლო 10 დღის განმავლობაში არ ქონია კონტაქტი, თუმცა უსაფრთხოების პროტოკოლის თანახმად, მთავრობის თავმჯდომარეს და მთავრობის აპარატის თანამშრომლებს PCR ტესტირება ჩაუტარდათ, მათ არ დაუდასტურდათ კოვიდინფექცია.

ცნობისთვის, აჭარის მთავრობის აპარატის ერთ თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციის თანახმად, ყველა პირი, ვისაც ჰქონდა ინფიცირებულთან კონტაქტი თვითიზოლაციაში გადავიდა და ტესტირება ჩაუტარდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
არა მხოლოდ აღდგომისთვის: უკრაინამ რუსეთს შესთავაზა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გახანგრძლივება
იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლი გადმოვიდა
ბუშის ინსტიტუტის დირექტორი: ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების მოხსნა ნაკლებად სავარაუდოა
2025 წელს საქართველოში გაზის გაჟონვისა და აფეთქებების შედეგად 18 ადამიანი დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics