|
2020-09-12 14:55:28, 2152 ნახვა
პოლიტიკა
კახა კალაძე - ხელისუფლება აკეთებს ყველაფერს, რათა ქვეყნის თითოეულმა მოქალაქემ იგრძნოს, რომ არ არის მარტო
ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს და მომავალშიც გააკეთებს, რათა თითოეულმა თქვენგანმა, ისევე როგორც ჩვენი ქვეყნის თითოეულმა მოქალაქემ, მუდმივად იგრძნოთ, რომ მარტო არ ხართ, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ განაცხადა. როგორც პარტიის გენერალურმა მდივანმა ყაზბეგში, მცხეთის, დუშეთის, თიანეთის და ყაზბეგის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის შალვა კერესელიძის წარდგენისას განაცხადა, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, ყაზბეგის მუნიციპალიტეტში ვითარება მკვეთრად გაუმჯობესდა. „აქ ცხოვრობენ განსაკუთრებული ადამიანები, ადამიანები, რომლებიც დარაჯობენ დარიალის კარს და საქართველოს საზღვრებს იცავენ. სამშობლოს სიყვარულთან ერთად აქ, ამ ხეობაში გაზრდილი ადამიანი სიყრმიდანვე ეზიარება თავისუფლებასა და ქრისტიანობას, სხვაგვარად ხომ შეუძლებელიცაა, მითუმეტეს, როცა ღრუბლების სიმაღლეზე გერგეთის სამებიდან საკუთარი თვალით ხედავ ამ ხეობის სილამაზესა და დიდებულებას, რითაც ამ ქვეყნის თითოეული მოქალაქე ვამაყობთ. თქვენ, ამაყი მოხევეები მაღალი მორალური ღირსების მატარებელი ხალხი ხართ. ადამიანები, რომელთა დასახასიათებლად მხოლოდ ის ფაქტიც კმარა, რომ სწორედ ამ კუთხის შვილია ყველასათვის საყვარელი, დიდი ქართველი მწერალი ალექსანდრე ყაზბეგი. ყველაფერთან ერთად კარგად ვიცი, რომ ჩემს წინაშე დიდად გამრჯე ადამიანები დგანან, რომლებიც მუხლჩაუხრელად შრომობენ, საკუთარი ოჯახებისა და ქვეყნის კეთილდღეობისთვის. ბუნებრივია, ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს და მომავალშიც გააკეთებს, რათა თითოეულმა თქვენგანმა, ისევე როგორც ჩვენი ქვეყნის თითოეულმა მოქალაქემ, მუდმივად იგრძნოთ, რომ მარტო არ ხართ და თქვენ გევრდით თქვენი მთავრობა დგას. დარწმუნებული ვარ, დამეთანხმებით, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან ყაზბეგის მუნიციპალიტეტში ვითარება მკვეთრად შეიცვალა უკეთესობისკენ და დღეს რეგიონს ისეთი ყურადღება ექცევა როგორც არასდროს. ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა სახელმწიფოს მხარდაჭერითა და თანადგომით იმ პროგრამების საშუალებით, რომელიც იყო სოფლის მეურნეობის, ეკონომიკის სამინისტროს, ჯანდაცვის მიმართულებით და, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი უნდა გავაგრძელოთ. ამასთანავე, იზრდება თვითმმართველობის ხარისხი და ადგილობრივი ბიუჯეტი, რაც მუნიციპალიტეტის განვითარების თქვენ წინაშე არსებული მიზნებისა და ამოცანების ეფექტიან განხორციელებას უზრუნველყოფს. არსებული წარმატებებისა და წინსვლის მიუხედავად, რა თქმა უნდა, ჯერ კიდევ რჩება გამოწვევები, პრობლემები, რომელსაც სჭირდება მოგვარება და დარწმუნებული ვარ, ერთიანი ძალისხმევით მომდევნო წლების განმავლობაში ყველა ამ ძალისმევას ჩვენ ღირსეულად ვუპასუხებთ და ყველა პრობლემა მოგვარებადია. ჩვენ აქ შევიკრიბეთ იმისთვის, რომ წარმოგიდგინოთ ადამიანი, რომელიც თქვენს ინტერესებს დაიცავს და გაატარებს საქართველოს უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში. რა თქმა უნდა, მხოლოდ ერთი ადამიანი ვერ მიაღწევს გამარჯვებას. ამას სჭირდება თითოეული ჩვენგანის მხარდაჭერა, თანადგომა, როგორც ეს ბოლო წლების განმავლობაში ყველა არჩევნებზე ხდებოდა და დარწმუნებული ვარ, ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ. ჩვენ ჩვენი ყოველდღიური ქმედებებით, გადადგმული ნაბიჯებით უნდა შევქმანთ წარმატებული ისტორიები, უნდა გავაძლიეროთ სოფელი, უნდა გავაძლიეროთ გლეხი, უნდა გავძლიეროთ რაიონები, ქალაქები, რათა ერთად შევქმნათ წარმატებული საქართველო. ერთად წარმატებული საქართველოსთვის“,- განაცხადა კახა კალაძემ.
თბილისი პრაიდი: "ოცნებამ" სცადა, ქვიარ ადამიანები საზოგადოებრივი ცხოვრებიდან გავექრეთ
SJC: 17 მაისი საქართველოში „ოჯახის“ იდეის პოლიტიკური ინსტრუმენტალიზაციის სიმბოლური დღეა
ელენე ხოშტარია - ხალხის სიმრავლე და ვერც დრო, ვერ წაშლის 2013 წლის 17 მაისს ჩადენილ ბოროტებას
შიო მესამე - თუ ოჯახში ტრიალებს მძიმე ცოდვა, ისეთი როგორიც არის, მაგალითად, აბორტი, მაშინ ბედნიერებას ვერ ააშენებ, განწირულია ასეთი ოჯახი
|
რედაქტორის რჩევით
ოცნების რეჟიმმა მხარი არ დაუჭირა იმ ადამიანის გასამართლებას, ვინც 412 ქართველის მოკლა და ანწუხელიძე აწამა
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
ომი უკრაინაში
რუსეთმა ლიმანის „ცეცხლოვანი კერის“ აღების შესახებ წელს მეორედ გამოაცხადა
კიევში გლოვის დღე გამოცხადდა, ბოლო ცნობით, რუსული რაკეტის თავდასხმისას 24 ადამიანი გარდაიცვალა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)