2020-09-12 14:24:29, 17235 ნახვა
ომი უკრაინაში
„რუსთავი 2“-ში კორონავირუსზე ჩატარებული ყველა ტესტის პასუხი უარყოფითია
„რუსთავი 2“-ში კორონავირუსზე ჩატარებული ყველა ტესტის პასუხი უარყოფითია.
ამის შესახებ ტელეკომპანიის ერთ-ერთი ჟურნალისტი, ელიტა ანდღულაძე სოციალურ ქსელში წერს.
„ყველაფერი კარგად არის, ყველა პასუხი უარყოფითია. მადლობა ყველას ყურადღებისთვის“, - აღნიშნა ჟურნალისტმა.
ცნობისთვის, გუშინ ცნობილი გახდა, რომ „რუსთავი 2“-ის ერთ-ერთ ჟურნალისტს, თეონა ცხომელიძეს კოვიდ19 დაუდასტურდა. მისი ინფიცირების წყარო პოლიტიკოსი თაკო ჩარკვიანია.
ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან