16:49 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-09-12 12:39:37, 12579 ნახვა

ომი უკრაინაში
კორონავირუსის შემთხვევის გამო, „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტები გადაღებებზე არ გავლენ

კორონავირუსის შემთხვევის გამო, „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტები გადაღებებზე არ გავლენ, - ამის შესახებ ტელევიზიის აღმასრულებელმა დირექტორმა ირაკლი იმნაიშვილმა განაცხადა.

ტელევიზიის 400-მდე თანამშრომელი კოვიდ19-ის ტესტის პასუხებს ელოდება, რომელიც რამდენიმე საათში გახდება ცნობილი.

როგორც ირაკლი იმნაიშვილმა „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა, ყველაფერი კეთდება, რათა არ გაჩერდეს ეთერი, თუმცა საინფორმაციო სამსახურის ჯგუფები, ტესტის პასუხების გაგებამდე, არ გავლენ გადაღებებზე.

"ვიდრე ჩვენ არ გვეცოდინება, რომ არ წარმოვადგენთ საფრთხეს სხვებისთვის, მათთვის, ვისაც მოუწევს ჩვენთან თანამშრომლობა, ან ჩვენთან კონტაქტის შემდეგ მოხდეს დაინფიცრება, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ სრული დატვირთვით არ ვიმუშაოთ. ჩვენ შევაჩერეთ საინფორმაციო სამსახურის გადამღები ჯგუფების გადაღებაზე გასვლა.

დღეს პირველად სამნიშნა მონაცემი დასახელდა. "რუსთავი 2"-ში შექმნილი ვითარების ლოკალიზება არის ნომერ პირველი პრიორიტეტი ამ მომენტისათვის. რამდენიმე საათში სრულად შევაფასებთ სურათს. საუბარია რამდენიმე ასეულ ტესტზე. შესაბამისად, ეტაპობრივად მივიღებთ ტესტის შედეგებს. ორი მიმართულებით შეიძლება განვითარდეს ვითარება. პირველი არასასურველი, თუ სხვა თანამშრომლებსაც კოვიდინფექცია. ამ შემთხვევაში მათი გადაყვანა მოხდება კლინიკაში და ასევე სწრაფად დავიწყებთ მათთან პირდაპირი კონტაქტების მოკვლევას. მაგრამ ყველას გვაქვს მოლოდინი, რომ 400-მდე ტესტი მოვა უარყოფითი შედეგით, ამ შემთხვევაში გაგრძელდება მონიტორინგი თეონა ცხომელიძის პირდაპირი კონტაქტების, მათ შორის ჩემი, ჩვენ ჩავიტარებთ ყოველ 60 საათში ერთხელ PCR ტესტირებას. მიუხედავად იმისა, რომ მსგავსი სიტუაციისთვის არხი იყო მზად, ემოციურად ეს არის რთული," - აღნიშნა ირაკლი იმნაიშვილმა.

ცნობისთვის, გუშინ გახდა ცნობილი, რომ ტელეკომპანიის თანამშრომელს, ჟურნალისტ თეონა ცხომელიძეს კორონავირუსი დაუდასტურდა.

 





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
არა მხოლოდ აღდგომისთვის: უკრაინამ რუსეთს შესთავაზა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გახანგრძლივება
იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლი გადმოვიდა
ბუშის ინსტიტუტის დირექტორი: ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების მოხსნა ნაკლებად სავარაუდოა
2025 წელს საქართველოში გაზის გაჟონვისა და აფეთქებების შედეგად 18 ადამიანი დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics