2020-09-12 10:58:38, 9597 ნახვა
ომი უკრაინაში
ბრაზილიაში კორონავირუსის 43 718 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 874 ადამიანი გარდაიცვალა
ბრაზილიაში, ბოლო 24 საათის განმავლობაში, კორონავირუსის 43 718 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 4 282 164-მდე გაიზარდა.
ამის შესახებ მონაცემებს ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, ქვეყანაში კორონავირუსით კიდევ 874 ადამიანი გარდაიცვალა და დაღუპულთა საერთო მაჩვენებელმა 130 396-ს მიაღწია.
შეგახსენებთ, რომ ბრაზილია კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობით მსოფლიოში მესამე ადგილზეა აშშ-სა და ინდოეთის შემდეგ.
ავტორი: ექსპრესნიუსი,