23:39 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-09-11 15:41:45, 2163 ნახვა

კომენტარი
გიორგი გახარია - ჯანდაცვის სამინისტროს დაევალა, რომ უახლოეს დღეებში სრულ მზადყოფნაში იყოს 3000 საწოლი

ჯანდაცვის სამინისტროს მიეცა დავალება, რომ უახლოეს დღეებში სრულ მზადყოფნაში იყოს 3000 საწოლი, იმისათვის, რომ თუ შემთხვევების რაოდენობა გაიზრდება, მათ შეეძლოთ, სწრაფად და ეფექტურად უმკურნალონ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, უწყებათაშორისი საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ, ბრიფინგზე განაცხადა.

პრემიერის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ინფიცირებულების რაოდენობა იზრდება, მთავრობა სრულად მართავს პროცესს და პანიკის საფუძველი არ არსებობს.

„კიდევ ერთხელ ვიმეორებ - პრინციპი ადაპტაციის არის შემდგომი - სწრაფი გამოვლენა, სწრაფი მკურნალობა და შემდგომ უკვე ადამიანის სწრაფად დაბრუნება ნორმალურ ცხოვრებაში. ამ თვალსაზრისით, დღეს ყველაზე მნიშვნელოვანი არის მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა", - განაცხადა გიორგი გახარიამ.

მთავრობის მეთაურის თქმით, მოქალაქეების პასუხისმგებლობა ბევრად უფრო მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია, ვიდრე ჯარიმა.

„კარგად გვესმის, რომ ბოლო 6 თვის განმავლობაში ბევრი დისკომფორტი შეიქმნა. გავიგე, რომ ჩვენ გვაქვს აბსოლუტურად გონივრული მიზანი - ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობა,  ეკონომიკის გადარჩენა და სწრაფი აღდგენა. ეკონომიკის გადარჩენაზე უკვე არ ვსაუბრობთ, ვსაუბრობთ სწრაფ აღდგენაზე. ამიტომ, ჩვენი მოქალაქეების პასუხისმგებლობა ბევრად უფრო მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია, ვიდრე ჯარიმა. როდესაც ვამბობთ, რომ მიღებული შეზღუდვების დისციპლინა და აღსრულება არის უაღრესად მნიშვნელოვანი, ეს ნიშნავს ელემენტარულ რაღაცეებს - მაგალითად, პირბადის ტარება აუცილებლად დახურულ სივრცეში, ასევე პირბადის ტარება, როგორც რეკომენდაცია, ღია სივრცეში, მაგალითად პირბადის ტარება, როდესაც ღია სივრცეში ხდება 200-მდე ადამიანის შეკრება სხვადასხვა ღონისძიებების დროს. ეს ყველაფერი უნდა გავითვალისწინოთ, ისევე, როგორც დისტანციის დაცვა, პირადი ჰიგიენა და ა.შ.", - განაცხადა გიორგი გახარიამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აშშ-ის მიერ ირანის პორტების ბლოკადა ძალაში შევიდა. ტრამპი „თავდამსხმელი გემების“ განადგურებით იმუქრება
უკრაინამ ერთ თვეში მეორედ შეუტია ევროპაში უდიდეს რუსულ ფოსფატურ სასუქების ქარხანას
პეტერ მადიარმა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კონფიდენციალური დოკუმენტების განადგურებაში დაადანაშაულა
მადიარი -ორბანი საკუთარი ხალხის პრობლემებზე არ საუბრობდა, ის მოსახლეობას ომით აშინებდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics