|
2020-09-11 13:04:26, 2356 ნახვა
ეკონომიკა
თურნავამ სამეცნიერო კონფერენციაში „კორონომიკა: ეკონომიკური მეცნიერების და ეკონომიკური პოლიტიკის თანამედროვე გამოწვევები“ მიიღო მონაწილეობა
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ სამეცნიერო კონფერენციაში „კორონომიკა: ეკონომიკური მეცნიერების და ეკონომიკური პოლიტიკის თანამედროვე გამოწვევები" მიიღო მონაწილეობა. კონფერენცია, რომელიც ეკონომისტის დღის აღსანიშნავად გაიმართა, პროფესორ ნოდარ ხადურის ხსოვნას მიეძღვნა. კონფერენციაზე გამოსვლისას ნათია თურნავამ მეცნიერ-ეკონომისტებს პროფესიული დღე მიულოცა და აღნიშნა, რომ მთავრობის ეკონომიკური გუნდი, სამინისტრო დღეს, როგორც არასდროს, ეყრდნობა ქართველი მეცნიერ-ეკონომისტების მოსაზრებებს, რჩევებს, პროგნოზებს და ამიტომ მთავრობის პოლიტიკა ყოველთვის უფრო რეალისტური, კარგად გააზრებული, დასაბუთებულია და შეიცავს მხოლოდ შესრულებად ამოცანებს. „დღევანდელი გლობალური გამოწვევა - პანდემია და მასთან დაკავშირებული გლობალური ეკონომიკური კრიზისი კიდევ უფრო მეტად აქტუალურს ხდის ჩვენს თანამშრომლობას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან, ზოგადად მეცნიერ-ეკონომისტებთან. ეს ძალიან კარგად გამოგვდის და კარგი ტრადიცია გვაქვს. მე პირადად ვამაყობ, რომ ჩემი პირველი ნაბიჯები, როგორც ეკონომისტმა, დავიწყე სწორედ თსუ-ში და მას უკავშირდება ჩემი ჩამოყალიბება ეკონომისტად", - აღნიშნა ნათია თურნავამ. ეკონომიკის მინისტრმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი საქართველოს მთავრობის მაქსიმალურ ძალისხმევას იმისთვის, რომ საქართველოს მოსახლეობას ააცილოს ის დარტყმა და საფრთხე, რაც მოსდევს გლობალურ პანდემიას და გლობალურ ეკონომიკურ კრიზისს. „ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ძალიან სწრაფად გავაძლიეროთ გაჯანსაღების, გამოცოცხლების ნიშნები, რასაც დღეს ვაკვირდებით და ვხედავთ ჩვენს ეკონომიკაში და რაც არის, ასე ვთქვათ, ჩვენი ანტიპანდემიური პოლიტიკის შედეგი. ცნობილია, რომ საკმაოდ დადებითი, მაღალი შეფასება მივიღეთ ამ დღეებში აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშის ფარგლებში, რომელიც ასახავს საქართველოში არსებულ საინვესტიციო გარემოს. ძალიან ნიშანდობლივია, რომ ჩვენი ეფექტური ეკონომიკური პოლიტიკის, მიმზიდველი საინვესტიციო გარემოს ეს შეფასებები დროში დაემთხვა პირველ დადებით ნიშნებს, რომელსაც ავლენს ჩვენი ეკონომიკა, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების პოზიტიური დინამიკა, ვარდნის შენელება და დარწმუნებულები ვართ, სულ მალე ისევ დავუბრუნდებით ძლიერ, პოზიტიურ ტრაექტორიას ჩვენი ეკონომიკის განვითარებაში", - განაცხადა ნათია თურნავამ.
ზელენსკი: ვიტკოფისა და კუშნერის ვიზიტების დროს საჰაერო დარტყმებს არ განვახორციელებთ, რუსეთმაც იგივე უნდა გააკეთოს
დენის კულანინმა საქართველო დატოვა
სააკაშვილი- მელია რომელიც ერთ დროს ჩემს მზეს რომ ფიცულობდა, ახლა ის დერეფანში ჩემს ყოველ ჩავლაზე მთელი ხმით უშვერ დედის გინებებს აღავლენს ხოლმე, ჩემი მიმართულებით
პროკურატურა - „ასავალ-დასავალის“ რესპონდენტის გარდაცვალებასთან დაკავშირებით ოპოზიციის სამი წევრი დაიკითხა
|
რედაქტორის რჩევით
რა კავშირები აქვს სომეხ ბიზნესმენს რუსეთთან რომელმაც ბილტმორი და ტერაბანკი იყიდა
გებელსიადა ComCom-ში საბჭოთა ცენზურის დაცვით
ომი უკრაინაში
რუსული დრონი კიევში СБУ-ს მთავარ ოფისს დაეჯახა
ოდესა კვლავ დაბომბვის ობიექტი გახდა,არიან დაღუპულები და დაჭრილები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)