|
2020-09-10 16:32:07, 2675 ნახვა
ეკონომიკა
ნათია თურნავა: ჩვენ მოვახდინეთ გარღვევა ქვეყნის ენერგეტიკულ უსაფრთხოებასა და ენერგოდამოუკიდებლობის გაძლიერების საქმეში
„ბოლო შვიდი წლის განმავლობაში ექსპლუატაციაში შევიდა 1150 მეგავატი ჯამური დადგმული სიმძლავრე - ჰიდროსადგურები, თბოსადგურები, ქარის სადგური, რაც, დაახლოებით 50-ჯერ მეტია, ვიდრე წინა ათწლიან პერიოდში ექსპლუატაციაში შესული გენერაციის სიმძლავრეები. ეს არის გარღვევა ჩვენს ენერგეტიკულ უსაფრთხოებასა და ენერგოდამოუკიდებლობის გაძლიერების საქმეში", - ეს განცხადება ნათია თურნავამ გარდაბანში, „ენერგეტიკოსის დღისადმი" მიძღვნილი ღონისძიების დასრულების შემდეგ მედიის წარმომადგენლებთან გააკეთა. მინისტრმა ენერგეტიკის დარგში დასაქმებულ ადამიანებს პროფესიული დღე მიულოცა და აღნიშნა, რომ ხელისუფლებამ მაქსიმალური გააკეთა ჩვენი ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობის განმტკიცებისთვის. „გეგმაში გვაქვს კიდევ დაახლოებით 2000 მეგავატის ჯამური სიმძლავრის სადგურები, მათ შორის მსხვილი ჰიდროსადგურები, მაგალითად, ახლახან დაწყებული „ნამახვანი ჰესის" პროექტი, ასევე მიკროჰიდროსადგურები, როგორიც ავამოქმედეთ, მაგალითად, შატილში, რომ მოსახლეობა იყოს უზრუნველყოფილი ელექტროენერგიით, ასევე გაზით და სხვა სიკეთეებით", - განაცხადა ნათია თურნავამ. მისივე შეფასებით, საბოლოო ჯამში, ეს ყველაფერი აისახება მოსახლეობაზე. „განსაკუთრებით ხაზგასასმელია გაზიფიკაციისა და ელექტრიფიკაციის ინფრასტრუქტურული პროექტები. მასშტაბური გაზიფიცირების ფარგლებში დღემდე უკვე 1000 ისეთი დასახლებული პუნქტია გაზიფიცირებული, სადაც, ისტორიულად, გაზი არასოდეს ყოფილა, 2021 წელს, სამწლიანი პროგრამის ფარგლებში, ამ სიას კიდევ 400 დასახლებული პუნქტი შეემატება და მთლიანობაში, საქართველო გაზიფიცირების დონით 90 პროცენტს დაფარავს, რაც უპრეცედენტოდ მაღალი მაჩვენებელია, განსაკუთრებით მთა-გორიანი ლანდშაფტის მქონე ქვეყნისთვის", - აღნიშნა მინისტრმა.
ზელენსკი: ვიტკოფისა და კუშნერის ვიზიტების დროს საჰაერო დარტყმებს არ განვახორციელებთ, რუსეთმაც იგივე უნდა გააკეთოს
დენის კულანინმა საქართველო დატოვა
სააკაშვილი- მელია რომელიც ერთ დროს ჩემს მზეს რომ ფიცულობდა, ახლა ის დერეფანში ჩემს ყოველ ჩავლაზე მთელი ხმით უშვერ დედის გინებებს აღავლენს ხოლმე, ჩემი მიმართულებით
პროკურატურა - „ასავალ-დასავალის“ რესპონდენტის გარდაცვალებასთან დაკავშირებით ოპოზიციის სამი წევრი დაიკითხა
|
რედაქტორის რჩევით
რა კავშირები აქვს სომეხ ბიზნესმენს რუსეთთან რომელმაც ბილტმორი და ტერაბანკი იყიდა
გებელსიადა ComCom-ში საბჭოთა ცენზურის დაცვით
ომი უკრაინაში
რუსული დრონი კიევში СБУ-ს მთავარ ოფისს დაეჯახა
ოდესა კვლავ დაბომბვის ობიექტი გახდა,არიან დაღუპულები და დაჭრილები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)