05:13 - 25 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-09-10 16:06:39, 3403 ნახვა

მსოფლიო
The Insider: ალექსეი ნავალნიმ გაიხსენა მოვლენები, რომლებიც წინ უძღვოდა მის მოწამვლას

ალექსეი ნავალნი საბოლოოდ მოვიდა გონს მას შემდეგ, რაც ის კომიდან გამოიყვანეს. რუსი ოპოზიციონერის მდგომარეობა გაუმჯობესდა. მან გაიხსენა მოვლენები, რომლებიც წინ უძღვოდა მის მოწამვლას, - ამის შესახებ ინფორმაციას, საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით სააგენტოები The Insider, Bellingcat და Der Spiegel ავრცელებენ.

გამოცემების ცნობით, ჰოსპიტალის დაცვა, სადაც ამჟამად ნავალნი იმყოფება, გაძლიერებულია. იმისათვის, რომ მოინახულონ ოპოზიციონერი, საჭიროა, რომ პოლიციის სამი კორდონი გაიარონ. მაღალი უსაფრთხოების ზომები მას შემდეგ მიიღეს, რაც ნათელი გახდა, რომ ნავალნის ახსოვს ყველაფერი, რაც მის მდგომარეობას უფრო საშიშს ხდის.

გავრცელდა ინფორმაცია, რომ ალექსეი ნავალნისთან უკვე იწყებენ მნახველები მისვლას. წყაროს მიხედვით, გერმანული სპეცსამსახურები ემზადებიან არა მხოლოდ ფიზიკური საფრთხეებისთვის, ასევე „დეზინფორმაციული შტურმისთვისაც“, კლინიკა Chartie-ს დისკრედიტაციის მცდელობისთვის.

ექიმები თვლიან, რომ ნავალნი გადარჩა არა მხოლოდ პილოტების სწრაფი რეაქციით, როლებმაც გადაწყვიტეს თვითმფრინავი ომსკში დაეშვათ, არამედ იმით, რომ მათ ათროპინი, ჯერ კიდევ აეროპორტში მიიღო.  სპეციალისტების პროგნოზით, ოპოზიციონერის ფიზიკური ჯანმრთელობა 90%-ით აღდგება.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
ლელო: რეჟიმი ცდილობს ბიზნესის ხმა ჩაახშოს, ჩვენ ამ ხმას გავაძლიერებთ
თეთრი სახლი: აშშ ირანის მხრიდან გარკვეულ პროგრესს აღნიშნავს
25 აპრილს, ილია II-ის გარდაცვალებიდან 40 დღე სრულდება - სიონის ტაძარში წირვას აღავლენენ
პოლიციამ ლაზარე გრიგორიადისი დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics