|
2020-09-10 14:02:13, 2632 ნახვა
კომენტარი
თურნავა: აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში ძალიან პოზიტიურად არის შეფასებული საქართველოს ხელისუფლების მიერ გატარებული რეფორმები
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებული ანგარიში, რომელიც საქართველოს საინვესტიციო გარემოს შეეხება, აბსოლუტურად ობიექტურია. „ანგარიშში საქართველოზე გაკეთებულია უაღრესად პოზიტიური შეფასებები, რაც აბსოლუტურად ობიექტურია - ჩვენმა გუნდმა ძალიან ბევრი გააკეთა ბოლო წლებში იმისთვის, რომ ვიყოთ არამარტო რეგიონალური ლიდერი ბიზნესის კეთების სიმარტივის, ბიზნესის თავისუფლების და გამჭვირვალე გარემოს თვალსაზრისით, არამედ ზოგიერთი პარამეტრის, მაგალითად, ბიზნესის რეგისტრაციის სიმარტივის მიხედვით ჩვენ მსოფლიოს ლიდერები ვართ", - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა. ამასთან, ნათია თურნავას თქმით, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ახალ ანგარიშში სრულიად სამართლიანად, ძალიან პოზიტიურად არის შეფასებული საქართველოს ხელისუფლების მიერ ბოლო წლებში გატარებული რეფორმები არამარტო ეკონომიკის სფეროში, არამედ სხვა მიმართულებებით, მათ შორის მართლმსაჯულების სისტემაში განხორციელებული რეფორმები, ასევე ძალიან მაღალ შეფასებას იმსახურებს საარჩევნო რეფორმა. „რასაკვირველია, ჩვენთვის ძალიან სასიამოვნოა, რომ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი ასე ობიექტურად და დადებითად აფასებს იმ ძალისხმევას, რასაც არ ვიშურებთ იმისთვის, რომ საინვესტიციო გარემო საქართველოში იყოს კიდევ უფრო მიმზიდველი, რაც განსაკუთრებით გვაძლიერებს ახლა, როდესაც გლობალური პანდემიაა და გლობალური გამოწვევაა და გლობალური ეკონომიკა დადგა დიდი სირთულის წინაშე, ჩვენ კი ამ დროს მაქსიმალურად ვცდილობთ ინვესტიციები გავზარდოთ", - აღნიშნა ნათია თურნავამ.
ელენე ხოშტარია - ძალიან სასიამოვნოა ოპოზიციის ერთად ყურება, განსაკუთრებით ერთიან და მართალ საქმეში - ერთად ძალიან ძლიერები ვართ!
საკონსტიტუციო პარტიების აკრძალვის სარჩელის განხილვას 26-30 ოქტომბერსაც გააგრძელებს
ავტობანზე ავარიისას 2 ადამიანი დაშავდა
პენიტენციური სამსახური -სინამდვილეს არ შეესაბამება თითქოს გიორგი ფეიქრიშვილი დეესკალაციის ოთახში იმყოფება და ჭრილობებიდან სისხლდენა აღენიშნება
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
ნატო უკრაინას საშუალებას მისცემს, უფრო სწრაფად და იაფად მიიღოს იარაღი
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)