2020-09-09 20:27:13, 2076 ნახვა
პოლიტიკა
თეა წულუკიანი - საარჩევნო სიების შესახებ ინფორმაცია ხვალ გახდება ცნობილი
„საარჩევნო სიების შესახებ ინფორმაცია ხვალ გახდება ცნობილი“,- ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა მედიასთან საუბრისას განაცხადა.
მან ასევე აღნიშნა, რომ ამ საკითხზე კონსულტაციები პოლიტსაბჭოში ამ დრომდე მიმდინარეობს.
„მე ვარ თუ არა სიაში ეს გამოქვეყნდება ხვალ, ხოლო ვინ არის სიაში ამის შესახებ ჯერ არ არის ინფორმაცია, რადგან კონსულტაციები პოლიტსაბჭოს ფარგლებში, რომლის წევრიც მე არ გახლავართ ჯერ კიდევ მიმდინარეობს, დაველოდოთ ხვალინდელ დღეს, იქნება პრეზენტაცია და საარჩევნო სიების შესახებ ინფორმაცია ხვალ გახდება ცნობილი“, - განაცხადა მინისტრმა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,