04:33 - 19 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-09-09 15:14:00, 2806 ნახვა

საზოგადოება
ვაკის პარკში დაავადებული და ზეხმელი ხეების სანიტარიული ჭრა იწყება

ვაკის პარკის მასშტაბური სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურ რეჟიმში  მიმდინარეობს. რეაბილიტაციის ფარგლებში, შემოიღობა პარკის ჩრდილო-დასავლეთი ზონა, სადაც ხვალიდან დაავადებული და ზეხმელი ხეების სანიტარიული ჭრა დაიწყება.

სანიტარიული ჭრის ფარგლებში, 200-მდე ზეხმელი ფიჭვის სახეობის ხე მოიჭრება. ამავდროულად, იმ არეალებში, სადაც სამშენებლო ტექნიკა მუშაობს, ჯანსაღი მწვანე ნარგავების გარეგანი დაცვის მიზნით, ხის მერქანი შეიფუთა.

სანიტარიული ჭრა დენდროლოგიური კვლევის საფუძველზე განხორციელდება, რომლის მიხედვითაც, პარკის ტერიტორიაზე არსებული 80%-ზე მეტად ხმობაში შესული მწვანე ნარგავები მოიჭრება.

დაავადებული და ხმობადი ხეების სანაცვლოდ, ახალი ნერგების დარგვა მომავალ წელს, პარკის სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთვის იგეგმება.

ვაკის პარკში სანიტარიული ჭრა კვლავ გაგრძელდება, რის შესახებაც ინფორმაცია მოსახლეობას რეგულარულად მიეწოდება.           





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
რატომ ჰგავს რეჟიმის ინიციატივა, დაამკვიდროს აღვირახსნილი ცენზურა რუსულ მოდელს - განვიხილავთ დეტალურად
„გაიარე მეტი უსაფრთხოდ“ - „თეგეტას“ ახალი კამპანია საგზაო უსაფრთხოების კულტურის გასაძლიერებლად
Anchorსაქართველოს ბანკისა და ლურჯი მოცვის მწარმოებელთა ასოციაციის თანამშრომლობის ფარგლებში, საქართველოს საერთაშორისო მოცვის ორგანიზაციის თავმჯდომარე ეწვია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics