2020-09-09 10:19:06, 12638 ნახვა
ომი უკრაინაში
აშშ-ში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 26 169 შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 434 ინფიცირებული
აშშ-ში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 26 169 შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვი ექვს მილიონ 326-მდე გაიზარდა, - აღნიშნულ ინფორმაციას „სიენენი“ ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტზე დაყრდნობით ავრცელებს.
ამასთანავე, ბოლო 24 საათის განმავლობაში ვირუსს 434 ადამიანი ემსხვერპლა და ჯამში, გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 189 642-მდე გაიზარდა.
კორონავირუსით ინფიცირებულებისა და გარდაცვლილების რაოდენობით აშშ მსოფლიოში პირველ ადგილზეა.
ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან