|
2020-09-08 13:47:40, 3756 ნახვა
სამართალი
ყაჩაღობისთვის და დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობისთვის ბრალდებულებს 20-20 და 17 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ
თელავის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ყაჩაღობისთვის და დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობისთვის ბრალდებულები ტ.ლ., თ.მ., და დ.ჯ. დამნაშავედ ცნო. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად, ბრალდების მხარის მიერ სასამართლო პროცესზე წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2019 წლის 5 ნოემბერს, ტ.ლ., დ.ჯ., დ.პ. და თ.მ. დედოფლისწყაროს რაიონის სოფელ არბოშიკში ყაჩაღობის მიზნით თ.ბ.-ს საცხოვრებელ სახლში შეიჭრნენ, თავს დაესხნენ თ.ბ.-ს, მიაყენეს სხვადასხვა სახის დაზიანებები და თანხა და ოქროს ნივთები მოსთხოვეს. უარის მიღების და დაზარალებულის მიერ გაწეული წინააღმდეგობის შემდეგ, თავდამსხმელებმა თ.ბ. მოკლეს, შემდეგ კი, თ.ბ.-ს ოჯახის კუთვნილი 7900 ლარის ღირებულების ოქროს ნივთებს, 3100 ლარს, 1600 ლარად ღირებულ ლეპტოპს დაეუფლნენ და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. სამართალდამცველებმა ტ.ლ., დ.ჯ. და თ.მ. 2019 წლის 9 დეკემბერს დააკავეს. ტ.ლ.-ს და თ.მ.-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,გ'' ქვეპუნქტით, მე-2 ნაწილის ,,ე'' ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის ,,გ'' ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებაში სხვა დანაშაულის დაფარვის მიზნით, ჩადენილი ჯგუფურად, ანგარებით) 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ'' ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის ,,ა'', ,,ბ'' და ,,გ'' ქვეპუნქტით (ყაჩაღობა ჯგუფურად, ჩადენილი არაერთგზის, ბინაში უკანონო შეღწევით, დიდი ოდენობით ნივთის დაუფლების მიზნით), ხოლო დ.ჯ.-ს 109-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,გ'' ქვეპუნქტით, მე-2 ნაწილის ,,ე'' ქვეპუნქტით , მე-3 ნაწილის ,,გ'' და ,,ე'' ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებაში სხვა დანაშაულის დაფარვის მიზნით, ჯგუფურად, ანგარებით, არაერთგზის) და 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ'' ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის ,,ა'' , ,,ბ'' და ,,გ'' ქვეპუნქტით (ყაჩაღობა ჯგუფურად, არაერთგზის, ბინაში უკანონო შეღწევით, დიდი ოდენობით ნივთის დაუფლების მიზნით) წარედგინათ. თელავის რაიონულმა სასამართლომ სამივე ბრალდებული დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად ტ.ლ.-ს და დ.ჯ.-ს 20-20 წლით, ხოლო თ.მ.-ს 17 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა. რაც შეეხება მეოთხე ბრალდებულს დ.პ.-ს, ვინაიდან იგი ემალება გამოძიებას, მას ბრალდება დაუსწრებლად წარედგინა სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,გ'' ქვეპუნქტით, მე-2 ნაწილის ,,ე'' ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის ,,გ'' და ,,ე'' ქვეპუნქტით და 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ'' ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის ,,ბ'' და ,,გ'' ქვეპუნქტით. დ.პ.-ს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა და მის მიმართ გამოცხადდა ძებნა. ამჟამად თელავის რაიონულ სასამართლოში საქმის არსებითი განხილვა მიმდინარეობს.
ხაბეიშვილი ელენე ხოშტარიაზე - უამრავი თავისუფლებაზე მყოფი ინატრებდა მის ასეთ უშიშარ ხასიათს
ხოშტარია - ოცნება როგორც ჩემს ჯანმრთელობაზე, ასევე თითოეული მოქალაქის ჯანმრთელობის დაზიანებაზე, აუცილებლად აგებენ პასუხს
ვოლსკი - ელენე ხოშტარიას პატარაობიდან ვიცნობ - მტკივა ეგ ამბავი, მაგრამ ასე ეტლში ჩამჯდარი სააკაშვილიც ვიხილეთ
განათლების შესაძლებლობა მომავალი არქიტექტორებისთვის - საქართველოს ბანკის გიორგი ჩახავას სახელობის სასტიპენდიო პროგრამაზე მიღება დაიწყო
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)