2020-09-08 13:26:48, 3022 ნახვა
პოლიტიკა
დავით მათიკაშვილი სააკაშვილზე - უკვე მერამდენედ ტირის ნიანგის ცრემლებით
„უკვე მერამდენედ ტირის ყალბი, ნიანგის ცრემლებით“, - ასე გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ წევრი, დავით მათიკაშვილი მიხეილ სააკაშვილი გუშინდელ განცხადება.
მათიკაშვილი აღნიშნავს, რომ სააკაშვილი უტიფრად იტყუება.
„ის მხოლოდ იტყუება. იტყუება უტიფრად, იტყუება დიდი მონდომებით. უკვე მერამდენედ ტირის ყალბი, ნიანგის ცრემლებით. ეს არის ძალიან დიდი ფიასკო მისთვის და „ნაციონალური მოძრაობისთვის“ და ძალიან მალე ქართველი ხალხი კიდევ ერთხელ გასცემს „ნაციონალურ მოძრაობას“ პასუხს“, - განაცხადა მათიკაშვილმა.
ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან