22:57 - 04 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-09-08 12:51:51, 3466 ნახვა

ეკონომიკა
კახეთში რთველი აქტიურ ფაზაში შედის

8 სექტემბრის მონაცემებით, „რთველი 2020“-ის ფარგლებში, კახეთის რეგიონში გადამუშავებულია 11 ათას ტონამდე სხვადასხვა ჯიშის ყურძენი: 6 ათასი ტონა რქაწითელი, 2 ათასი ტონა საფერავი, ათას ტონამდე კახური მწვანე და დანარჩენი სხვადასხვა ჯიშის ყურძენია.

ყურძნის გადამუშავების დღეღამურმა მაჩვენებელმა 2 ათას ტონას მიაღწია, რაც ნიშნავს, რომ კახეთში რთველი აქტიურ ფაზაში შედის. კახეთის მუნიციპალიტეტებს შორის, ამ ეტაპზე ყველაზე აქტიურად ყურძნის კრეფა დედოფლისწყაროსა და სიღნაღში მიმდინარეობს.

სხვადასხვა მოცულობის ყურძენი 40-მდე ღვინის კომპანიამ და მარანმა გადაამუშავა.

 მიმდინარე წელს, COVID-19 პანდემიის შედეგად დაზარალებული მევენახეობა-მეღვინეობის დარგის მხარდასაჭერად, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით,  რქაწითელისა და კახური მწვანის ჯიშის ყურძნის სუბსიდირება განხორციელდება. სუბსიდიას მიიღებს ღვინის კომპანია, რომელიც შეისყიდის და გადაამუშავებს კახეთის რეგიონში მოწეულ, არანაკლებ 1000 ტონა რქაწითელის ან კახური მწვანის ჯიშის ყურძენს. ამასთან,  შესყიდულ 1 კგ ყურძენში  ყურძნის ჩამბარებელს გადაუხდის, არანაკლებ 0,80 ლარს. 1 კგ ყურძნის შესყიდვისას, ღვინის კომპანიებზე გაიცემა სუბსიდია: 1 კგ რქაწითელზე და 1 კგ კახურ მწვანეზე - 0,30 ლარი.

„რთველი 2020“-ის საკოორდინაციო შტაბი  განთავსებულია თელავში (ალაზნის ქ. 97). სახელმწიფო უწყებებს, მეწარმეებსა და მევენახეებს შორის აქტიური კომუნიკაციის მიზნით, შტაბი 24 საათიან რეჟიმში მუშაობს. ყველა დაინტერესებულ პირს, რთველთან დაკავშირებული ინფორმაციის მიღება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელ ხაზზე - 1501 შეუძლია.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ზელენსკი: ვიტკოფისა და კუშნერის ვიზიტების დროს საჰაერო დარტყმებს არ განვახორციელებთ, რუსეთმაც იგივე უნდა გააკეთოს
დენის კულანინმა საქართველო დატოვა
სააკაშვილი- მელია რომელიც ერთ დროს ჩემს მზეს რომ ფიცულობდა, ახლა ის დერეფანში ჩემს ყოველ ჩავლაზე მთელი ხმით უშვერ დედის გინებებს აღავლენს ხოლმე, ჩემი მიმართულებით
პროკურატურა - „ასავალ-დასავალის“ რესპონდენტის გარდაცვალებასთან დაკავშირებით ოპოზიციის სამი წევრი დაიკითხა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics