|
2020-09-07 17:51:12, 4097 ნახვა
სამართალი
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მიერ ყალბი სატრანსპორტო დოკუმენტების გამოყენების ფაქტი აღიკვეთა
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის ინფორმაციით, საბაჟო გამშვებ პუნქტზე - „ფოთისა და ყულევის პორტები და ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა“, შემოიტანეს 5 ერთეული სპეციალიზებული სატვირთო ავტომობილი. მებაჟე ოფიცრების მიერ, 3 ერთეულ სატვირთო ავტომობილზე, შესაბამისი გაფორმების პროცედურების განხორციელების მიზნით, გამოიწერა სატრანსპორტო საშუალებების აღრიცხვის მოწმობები. 2 ერთეული სატრანსპორტო საშუალების დათვალიერების შედეგად აღმოჩნდა, რომ მათ ესაჭიროებოდათ სპეციალური სავალდებულო ნებართვა. აღსანიშნავია, რომ გადამზიდავი კომპანიის უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ, უკვე წარმოდგენილ ნებართვებში მითითებული სატრანსპორტო საშუალებებს არ გააჩნდათ აღნიშნული ტვირთის გადაზიდვისათვის საკმარისი ტვირთამწეობა, რის გამოც მას მიეცა განმარტება შესაბამისი ტვირთამწეობის მქონე მანქანებთან ერთად, წარმოედგინა ,,საგზაო მოძრაობის შესახებ" საქართველოს კანონით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად გაცემული ნებართვა. ხელმეორედ წარმოდგენილი დოკუმენტაციის შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ ახალი ნებართვის ნომერი ზუსტად შეესაბამებოდა წინა ნებართვის აღრიცხვის ნუმერაციას და მასში შეცვლილი იყო მხოლოდ სატრანსპორტო საშუალების ნომრები. საბაჟო დეპარტამენტის უფლებამოსილმა პირებმა ეჭვის საფუძველზე, გაცემული დოკუმენტის ნამდვილობის დასადგენად, ინფორმაცია გადაამოწმეს ნებართვის გამცემ შესაბამის ადმინისტრაციულ ორგანოსთან, რის შედეგადაც დადგინდა, რომ აღნიშნული ნებართვა არ იყო მათ მიერ გაცემული. საქმის მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაეცა. გამოძიება სსკ-ის 362-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ყალბი დოკუმენტის წარდგენა, გამოყენებას გულისხმობს.
ხაბეიშვილი ელენე ხოშტარიაზე - უამრავი თავისუფლებაზე მყოფი ინატრებდა მის ასეთ უშიშარ ხასიათს
ხოშტარია - ოცნება როგორც ჩემს ჯანმრთელობაზე, ასევე თითოეული მოქალაქის ჯანმრთელობის დაზიანებაზე, აუცილებლად აგებენ პასუხს
ვოლსკი - ელენე ხოშტარიას პატარაობიდან ვიცნობ - მტკივა ეგ ამბავი, მაგრამ ასე ეტლში ჩამჯდარი სააკაშვილიც ვიხილეთ
განათლების შესაძლებლობა მომავალი არქიტექტორებისთვის - საქართველოს ბანკის გიორგი ჩახავას სახელობის სასტიპენდიო პროგრამაზე მიღება დაიწყო
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)