22:56 - 04 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-09-07 16:16:15, 3476 ნახვა

ეკონომიკა
პირველი გაცნობითი ტური საქართველოში ევროპელი და ამერიკელი საინვესტიციო ლოკაციების კონსულტანტებისთვის

მიმდინარე წლის 7-10 სექტემბერს, სააგენტოს "აწარმოე საქართველოში" ორგანიზებითა და USAID-ის მხარდაჭერით, საქართველოს პირველად ესტუმრებიან გამოცდილი საინვესტიციო ლოკაციების კონსულტანტები გერმანიიდან, ამერიკიდან და ბალტიისპირეთიდან. 

დღეს, სააგენტოს "აწარმოე საქართველოში" წარმომადგენლებსა და სამ საერთაშორისო ექსპერტს შორის პირველი შეხვედრა გაიმართა. სააგენტოს დირექტორმა, მიხეილ ხიდურელმა ჩაატარა პრეზენტაცია, რომლის ფარგლებშიც მან ისაუბრა ქვეყნის ეკონომიკაზე, საინვესტიციო პოტენციალსა და მეწარმეობის განვითარებაზე ორიენტირებულ სახელმწიფო პროგრამებზე. შეხვედრისას KPMG-ის წარმომადგენელმაც ისაუბრა საქართველოს საგადასახადო სისტემაზე. 

მათი ვიზიტისას, ლოკაციების კონსულტანტები გაეცნობიან საქართველოს საინვესტიციო გარემოს და შეხვდებიან არაერთ საჯარო თუ კერძო სექტორის წარმომადგენელს. შედეგად, ისინი მიიღებენ დეტალურ ინფორმაციას ქვეყანაში ინვესტიციის შესაძლებლობებისა და წარმატებულად განხორციელებული საინვესტიციო პროექტების შესახებ. 

მოწვეული პროფესიონალები წარმოადგენენ პრესტიჟულ საერთაშორისო კომპანიებს - KPMG, Conway და GDP Global. სამივე მათგანს ტრანსნაციონალურ კომპანიებსა და მთავრობებთან ერთად სხვადასხვა საინვესტიციო პროექტებზე მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. 

"პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოსაზიდად, ლოკაციების კონსულტანტებთან თანამშრომლობა საქართველოს საინვესტიციო პოტენციალის პოპულარიზაციის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიმართულებას წარმოადგენს ჩვენთვის", - ამის შესახებ სააგენტოს "აწარმოე საქართველოში" დირექტორი, მიხეილ ხიდურელი აცხადებს.

ბოლო წლებში, საკმაოდ გაზრდილია იმ ინვესტორების რაოდენობა, რომლებიც საინვესტიციო ლოკაციების კონსულტანტების მომსახურებით სარგებლობენ. შესაბამისად, საქართველოს ბიზნესკლიმატის შესახებ ცნობადობის ამაღლებისა და მეტი ინვესტიციის მოზიდვის მიზნით მათთან აქტიური მუშაობა უნიკალურ შესაძლებლობას წარმოადგენს. სწორედ ამიტომ, სააგენტო "აწარმოე საქართველოში მსგავსი ტურების გამართვას მომავალშიც გეგმავს.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ზელენსკი: ვიტკოფისა და კუშნერის ვიზიტების დროს საჰაერო დარტყმებს არ განვახორციელებთ, რუსეთმაც იგივე უნდა გააკეთოს
დენის კულანინმა საქართველო დატოვა
სააკაშვილი- მელია რომელიც ერთ დროს ჩემს მზეს რომ ფიცულობდა, ახლა ის დერეფანში ჩემს ყოველ ჩავლაზე მთელი ხმით უშვერ დედის გინებებს აღავლენს ხოლმე, ჩემი მიმართულებით
პროკურატურა - „ასავალ-დასავალის“ რესპონდენტის გარდაცვალებასთან დაკავშირებით ოპოზიციის სამი წევრი დაიკითხა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics