13:21 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-09-07 13:09:35, 4471 ნახვა

კომენტარი
სერგი კაპანაძის განცხადებით, მთავრობა „აწარმოე საქართველოს“ ბიუჯეტის წინასაარჩევნოდ, პარტიული მიზნებისათვის გამოყენებას გეგმავს

„ევროპული საქართველოს“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი, სერგი კაპანაძე, „აწარმოე საქართველოს“ მიერ თანხების შესაძლო წინასაარჩევნო მიზნებისთვის გამოყენებას ეხმიანება.

მისი თქმით, „აწარმოე საქართველოს“ ბიუჯეტი 2020 წელს 40 მლნ. ლარს შეადგენდა, რომელიც ტურისტული სეზონის წინ უნდა გამოყენებულიყო. პანდემიის გამო, ვერ მოხდა ამ თანხების გამოყენება, მთავრობამ კი უარი თქვა ამ თანხების სხვა მიზნებისთვის გამოყენებაზე, მათ შორის პანდემიით დაზარალებული ადამიანების დახმარებაზე. ხელისუფლების თქმით, ეს თანხა დაიხარჯება ოქტომბერში, მაშინ როდესაც ტურისტული სეზონი დამთავრებულია.

კაპანაძე აღნიშნავს, რომ ეს ბადებს დიდ ეჭვს, რომ მთავრობა ამ თანხას წინასაარჩევნოდ, პარტიული მიზნებისათვის გამოიყენებს.

„პანდემიის დროს, „ქართულმა ოცნებამ“, თავის მიერ გადადგმული ნაბიჯების შედეგად, კი არ მოაგვარა ის ეკონომიკური კრიზისი, რომელიც ქვეყანაში დადგა, არამედ კიდევ უფრო გააღრმავა. მათ შორის კონკრეტული გეგმის არარსებობით, თანხების არასწორად გადანაწილებით, და მათ შორის იმით, რომ ბიუჯეტის ფული, ურცხვად, მიეცა თავისი შემომწირველებისათის სხვადასხვა კონტრაქტის გზით.

დღეს მინდა შევეხო „აწარმოე საქართველოს“, რომელიც 2014 წლიდან არსებობს და რომლის ბიუჯეტი ყოველწლიურად იყო 10 მილიონი ლარი. მათ მიერ დაფინანსებული პროქტები, ჩვეულებრივ, არანაირ ეკონომიკურ ეფექტს არ იძლეოდა. ამ შემთხვევაში, ამ პროგრამას, რომლის სხვადასხვა ტიპის პრიორიტეტებში გაწერილი იყო ტურიზმთან დაკავშირებლი საკითხები, მათ შორის სასტუმროების მოწყობა ტურისტული სეზონის წინ, ინფრასტრუქტურული და ტექნიკური აღჭურვა. ამ ყველაფრისთის 2020 წელს იყო გამოყოფილი 40 მილიონი ლარი, პანდემიის შემდეგ, ეს თანხა, ბუნებრივია, ვერ დაიხარჯა. შესაბამისად, ლოგიკური იქნებოდა, რომ ეს თანხა დახარჯულიყო სხვა მიზნებისათვის, იქნებოდა ეს ჯანდაცვის კუთხით, სოც. დახმარებების თუ სხვა კუთხით. თუმცა, „ქართულმა ოცნებამ“ არათუ გამოიყენა ეს თანხა სხვა მიზნებისათვის, არამედ განაცხადა, რომ დაიწყებს ამ ფულის გამოყენებას ოქტომბერში. მაშინ, როდესაც ტურისტული სეზონი მთავრდება ისინი ამბობენ , რომ თანხას ოქტომბერში დახარჯავენ. ეს ფაქტი გვაფიქრებინებს იმას, რომ პროგრამის გამოყენება უნდა მოხდეს წინასაარჩევნოდ.  თანხების გაცემის დროს კონტროლის ეფექტური მექანიზმი ვერ იმუშავებს, არსებობს საფუძვლიანი ეჭვი იმისა, რომ გრანტების გაცემა მოხდება უკონტოლოდ და მიიღებს მოსყიდვის სახეს, რადგან ქვეყანაში არსებული უმწვავესი ეკონომკიკური კრიზისის ფონზე, სააგენტოს ანგარიშზე უდევს თანხა 40 მილიონის ოდენობით, რომლის დახარჯვას რატომღაც ოქტომბერში გეგმავს.

ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ფულს, ბიუჯეტის ფულს, დახარჯავენ წინასაარჩევნოდ თავიანთი პოლიტიკური მიზნებისათის. ეს პრაქტიკა უნდა დასრულდეს, მას მერე, რაც „ქართული ოცნება“ დამარცხდება ამ არჩევნებში“,  - განაცხადა სერგი კაპანაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
შეერთებულმა შტატებმა ირანის სრული საზღვაო ბლოკადის დაწესების შესახებ განაცხადა
მარნეულში მატარებელი ცხვრის ფარას შეეჯახა, მწყემსი დაჯარიმდა
სასკოლო ფორმების დიზაინი ცნობილია
ახალგორის რაიონში გახშირდა ჩხრეკები და მობილური ტელეფონების ჩამორთმევის ფაქტები - DRI
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics