2020-09-05 11:20:57, 2963 ნახვა
საზოგადოება
ფილარმონიასთან აფეთქების შედეგად დაშავებულების მდგომარეობა სტაბილურია
ფილარმონიასთან აფეთქების შედეგად დაშავებულების მდგომარეობა სტაბილურია, - ამის შესახებ ხეჩინაშვილის კლინიკის წარმომადგენელმა განაცხადა.
მისივე თქმით, მათ ჯერჯერობით დინამიკაში დაკვირვება ესაჭიროებათ, რის შემდეგაც ორ დღეში შეძლებენ კლინიკის დატოვებას.
„პაციენტები სასწრაფოს მიერ შემოყვანილ იქნა მრავლობითი ტრავმებით, ჩატარდა შესაბამისი სამედიცინო ანალიზები, კომპიუტერული ტომოგრაფია, ასევე გადაუდებელი ოპერაცია. ყველაფერმა მშვიდად ჩაიარა, ყველა პაციენტი კონტაქტური და სტაბილურია.
მათ ჯერჯერობით ესაჭიროებათ დინამიკაში დაკვირვება, ხვალ ან ზეგ დატოვებენ კლინიკას“, - განაცხადა კლინიკის წარმომადგენელმა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,