07:13 - 18 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-09-03 18:15:39, 2321 ნახვა

პოლიტიკა
„ქართული ოცნების” ლიდერებმა კასპის ახლად აშენებული პროფესიული კოლეჯი და ინოვაციების ცენტრის სამშენებლო სამუშაოები დაათვალიერეს

კასპში 200 სტუდენტზე გათვლილი სამსართულიანი, სრულად ადაპტირებული პროფესიული სასწავლებელი აშენდა, - შესრულებული სამუშაოები „ქართული ოცნების" ლიდერებმა, “ქართული ოცნება -დემოკრატიული საქართველოს" გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ,  საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, კასპის მაჟორიტარმა დეპუტატმა ირაკლი მეზურნიშვილმა და  გორი-კასპის საარჩევნო ოლქში „ქართული ოცნების" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა გიორგი ხოჯევანიშვილმა დაათვალიერეს.

თანამედროვე სტანდარტების პროფესიული სასწავლებლის საგანმანათლებლო პროგრამები რეგიონში მოთხოვნად პროფესიებს ეფუძნება და ხელს უწყობს კვალიფიციური, სერტიფიცირებული სპეციალისტების მომზადებას, რაც მათი დასაქმების გარანტიაა.

როგორც „ქართული ოცნების" ლიდერებმა აღნიშნეს, სახელმწიფო მომავალშიც აქტიურად განაგრძობს პროფესიული განათლების ხელშეწყობას, რაც კონკურენტუნარიანი, შრომის ბაზრის მოთხოვნაზე ორიენტირებული კადრების მომზადებას გულისხმობს.

პროფესიული სასწავლებელი რეგიონისთვის პრიორიტეტული სოფლის მეურნეობის მიმართულებისა და მასთან დაკავშირებული დარგების - ვეტერინარიის, მექანიზაციისა და მებაღეობა-მეხილეობის სპეციალისტებს  მოამზადებს. ასევე, მომზადდებიან ელექტროშედუღების, მაღალი ძაბვის ელექტროობის, ელექტროსამონტაჟო სამუშაოები სპეციალისტები, ამწის ოპერატორ-მემანქანეები და ა.შ. სასწავლებელი ორიენტირებული იქნება ახალი ტექნოლოგიების გამოყენებაზე.

პროექტი, რომლის ღირებულება 3,8 მლნ ლარია, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს დაფინანსებით ხორციელდება.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
თბილისი პრაიდი: "ოცნებამ" სცადა, ქვიარ ადამიანები საზოგადოებრივი ცხოვრებიდან გავექრეთ
SJC: 17 მაისი საქართველოში „ოჯახის“ იდეის პოლიტიკური ინსტრუმენტალიზაციის სიმბოლური დღეა
ელენე ხოშტარია - ხალხის სიმრავლე და ვერც დრო, ვერ წაშლის 2013 წლის 17 მაისს ჩადენილ ბოროტებას
შიო მესამე - თუ ოჯახში ტრიალებს მძიმე ცოდვა, ისეთი როგორიც არის, მაგალითად, აბორტი, მაშინ ბედნიერებას ვერ ააშენებ, განწირულია ასეთი ოჯახი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics