2020-09-03 17:57:55, 2295 ნახვა
პოლიტიკა
პარლამენტმა „საარჩევნო კოდექსში“ შესატანი ცვლილებების პროექტი მესამე მოსმენით მიიღო
საქართველოს პარლამენტმა „საარჩევნო კოდექსში“ შესატანი ცვლილებები, რომლის მიხედვითაც, დარღვევებზე სანქციები მკაცრდება, მესამე მოსმენით მიიღო.
ცვლილებებს მხარი 81-მა დეპუტატმა დაუჭირა, ხოლო წინააღმდეგ - არცერთი წასულა.
ცვლილებების ინიციატორი „ქართული ოცნებაა“. მათივე კანონპროექტის თანახმად, ამომრჩევლის იძულების, დაშინებისა და ხმის მიცემის ფარულობის დარღვევის ფაქტებზე სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა იქნება გათვალისწინებული. კერძოდ, აღნიშნული ქმედებები ჯარიმით, 6 თვიდან 2 წლამდე შინაპატიმრობით ან 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთით დაისჯება.
შესაბამისი ცვლილებები „საარჩევნო კოდექსსა“ და მისგან გამომდინარე „სისხლის სამართლის კოდექსში“ შედის.
ავტორი: ექსპრესნიუსი,