07:14 - 18 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-09-03 16:36:44, 2241 ნახვა

პოლიტიკა
კახა კალაძე - კასპი ჩვენი ქვეყნის ეკონომიკისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მამოძრავებელი ძალაა

„კასპი ჩვენი ქვეყნის ეკონომიკისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მამოძრავებელი ძალაა“ , - ამის შესახებ თბილისი მერმა კახი კალაძემ განაცხადა.

„მოგესალმებით ქალბატონებო და ბატონებო!

ძალიან მიხარია, რომ ვიმყოფებით კასპში, მუნიციპალიტეტში, სადაც უამრავი ისტორიული და კულტურული ძეგლი გვხვდება. ამ ადგილებში ადამიანები ჯერ კიდევ ბრინჯაოს ხანაში სახლობდნენ და იმ დროიდან მოყოლებული, ჩვენმა წინაპრებმა განავითარეს და შემოგვინახეს ეს მხარე ისეთი მშვენიერი, როგორიც დღეს გვაქვს.

კასპი ჩვენი ქვეყნის ეკონომიკისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მამოძრავებელი ძალაა. კასპში არის ბევრი მნიშვნელოვანი საწარმო, რომლის პროდუქციით მარაგდება მთლიანად საქართველო. მე მოხარული ვარ, რომ ამ დოვლათს თქვენ, მშრომელი ადამიანები ქმნით, რისთვისაც მინდა, თითოეულ თქვენგანს მადლობა გადაგიხადოთ.

ჩვენი ხელისუფლების მიზანიც სწორედ ის არის, რომ ქვეყანაში, კასპის მუნიციპალიტეტში, განვითარება იყოს დინამიური და ხელშესახები.

განვლილი წლების მანძილზე, ქვეყანამ მნიშვნელოვანი პროგრესი  განიცადა აბსოლუტურად ყველა მიმართულებით. მდგომარეობა მკვეთრად გაუმჯობესდა ჯანდაცვის, განათლების, ეკონომიკისა და სხვა ძირეულ საკითხებში, თუნდაც სოფლის მეურნეობის მიმართულებით. ძალიან მიხარია, რომ ამ 8 წლის განმავლობაში ძალიან ბევრი პროგრამა განხორციელდა, რომლითაც ისარგებლა ჩვენი ქვეყნის მოსახლეობამ და შედეგი უკვე სახეზეა.

წარმოების განვითარებაზე ზრუნვის პრალელურად, ინერგება გარემოს დაცვითი მაღალი სტანდარტები, ეს კასპისთვის მნიშვნელოვანი საკითხია და ამაზე ჩვენი ხელისუფლება ნამდვილად განსაკუთრებით ზრუნავს და მომავალშიც გააგრძელებს ზრუნვას.

ამ ყველაფერთან ერთად, ბუნებრივია, გამოწვევები ჩვენს წინაშე ისევ ბევრი რჩება. რა თქმა უნდა, უმნიშვნელოვანესია,  ის პრობლემური საკითხები, რომლებიც თითოეულ თქვენგანს აწუხებს.  სწორედ ამიტომ, დღეს ჩვენ შევიკრიბეთ აქ იმისთვის, რომ საზოგადოებას, ადგილობრივ მოსახლეობას წარვუდგინოთ ადამიანები, რომლებიც  კასპის და კასპელების ინტერესებს გაატარებენ საქართველოს უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოსა და ადგილობრივ თვითმმართველობაში.

მინდა, ერთ რამეს ხაზი გავუსვა - 2012 წლიდან მოყოლებული, ჩვენ ძალიან ბევრი გამარჯვება მოვიპოვეთ ერთიანი ძალისხმევით და ეს ყველაფერი შესაძლებელი იყო მხოლოდ და მხოლოდ ერთად დგომით. ამჯერადაც, დარწმუნებული ვარ, თქვენი მხარდაჭერითა და თანადგომით ჩვენ შევძლებთ გამარჯვებას და ეს გამარჯვება შესაძლებელი იქნება პირველივე ტურში“ , - განაცხადა კახა კალაძემ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
თბილისი პრაიდი: "ოცნებამ" სცადა, ქვიარ ადამიანები საზოგადოებრივი ცხოვრებიდან გავექრეთ
SJC: 17 მაისი საქართველოში „ოჯახის“ იდეის პოლიტიკური ინსტრუმენტალიზაციის სიმბოლური დღეა
ელენე ხოშტარია - ხალხის სიმრავლე და ვერც დრო, ვერ წაშლის 2013 წლის 17 მაისს ჩადენილ ბოროტებას
შიო მესამე - თუ ოჯახში ტრიალებს მძიმე ცოდვა, ისეთი როგორიც არის, მაგალითად, აბორტი, მაშინ ბედნიერებას ვერ ააშენებ, განწირულია ასეთი ოჯახი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics