2020-09-03 10:07:41, 2201 ნახვა
საზოგადოება
არჩილ თალაკვაძეს კოვიდინფექცია განმეორებითი ტესტირებითაც არ დაუდასტურდა
პარლამენტის თავჯდომარე არჩილ თალაკვაძეს კოვიდინფექცია განმეორებითი ტესტირებითაც არ დაუდასტურდა.
ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.
მათივე ცნობით, პარლამენტის თავმჯდომარე 12-დღიანი თვითიზოლაციის ამოწურვისთანავე, აქტიურ საპარლამენტო საქმიანობასა და საარჩევნო კამპანიას დაუბრუნდება.
„განმეორებითი ტესტირების შედეგად, კოვიდინფექცია არ დაუდასტურდა არჩილ თალაკვაძის ოჯახის წევრებსაც“, - აღნიშნულია პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციაში.
შეგახსენებთ, რომ პარლამენტის თავმჯდომარის პირადი დაცვის თანამშრომელს კორონავირუსი 30 აგვისტოს დაუდასტურდა, რის გამოც არჩილ თალაკვაძე თვითიზოლაციაში იმყოფება.
ავტორი: ექსპრესნიუსი,