2020-09-02 16:39:24, 12152 ნახვა
ომი უკრაინაში
„ნიკორას“ ორ თანამშრომელს კორონავირუსი დაუდგინდა
„ნიკორას“ ორ თანამშრომელს კორონავირუსი დაუდგინდა.
აღნიშნულის შესახებ დაავადებათა ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ „ტვ. პირველის“ ეთერში განაცხადა.
„38 ახალი დადასტურებული შემთხვევიდან 2 არის ერთ-ერთი სასურსათო მაღაზიის თანამშრომელი. მათ დაუყოვნებლივ გაატარეს ზომები, შეცვალეს პერსონალი და თვითიზოლაციაში გადაიყვანეს. ეს მაღაზია არის „ნიკორა“ სამედიცინო უნივერსიტეტის მოპირდაპირე მხარეს“, - განაცხადა გამყრელიძემ.
ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან