06:20 - 18 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-09-02 14:25:23, 2575 ნახვა

პოლიტიკა
კანდელაკი - კოდექსში „ქართული ოცნების” სისხლის და ხორცის, კრიმინალური ელემენტების, დაშვების აკრძალვა არაა გათვალისწინებული

„ევროპული საქართველოს“ წევრი, გიორგი კანდელაკი, საარჩევნო კოდექსის გამკაცრებას ეხმაურება.

გიორგი კანდელაკის თქმით, კოდექსში „ქართული ოცნების” სისხლის და ხორცის, კრიმინალური ელემენტების, დაშვების აკრძალვა არაა გათვალისწინებული.

კანდელაკმა აღნიშნა, რომ ამგავრი ცვლილებები მაინც ვერ გადაარჩენს ოცნებას, რადგან საზოგადოების ვერდიქტი, რომ  ხელისუფლებამ უნდა გადაინაცვლოს ოპოზიციაში და ის უნდა ჩანაცვლდეს ევროპული კოალიციით, ნათელია.

„არცერთი პრინციპული რეკომენდაცია, მაგალითად მობილური ტელეფონების შეტანის აკრძალვის შესახებ, უბნის უშუალო სიახლოვეს კრიმინალური ელემენტების - „ქართული ოცნების” სისხლის და ხორცის, მათი დაშვების აკრძალვა, არ არის გათვალისიწინებული. გათვალისწინებულია მეათასეხარისხოვანი საკითხები, მაგრამ, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი მაინც ვერ გადაარჩენს „ოცნებას“, იმიტომ, რომ საზოგადოების ვერდიქტი, რომ „ქართულმა ოცნებამ” უნდა გადაინაცვლოს ოპოზიციაში და ჩაანაცვლოს ევროპულმა კოალიციამ, არის ნათელი და არ შეიცვლება”,- განაცხადა კანდელაკმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თბილისი პრაიდი: "ოცნებამ" სცადა, ქვიარ ადამიანები საზოგადოებრივი ცხოვრებიდან გავექრეთ
SJC: 17 მაისი საქართველოში „ოჯახის“ იდეის პოლიტიკური ინსტრუმენტალიზაციის სიმბოლური დღეა
ელენე ხოშტარია - ხალხის სიმრავლე და ვერც დრო, ვერ წაშლის 2013 წლის 17 მაისს ჩადენილ ბოროტებას
შიო მესამე - თუ ოჯახში ტრიალებს მძიმე ცოდვა, ისეთი როგორიც არის, მაგალითად, აბორტი, მაშინ ბედნიერებას ვერ ააშენებ, განწირულია ასეთი ოჯახი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics