2020-09-02 13:57:13, 8776 ნახვა
ომი უკრაინაში
საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველს კორონავირუსი დაუდასტურდა
ავსტრიის „შტურმისა“ და საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველს, ოთარ კიტეიშვილს კორონავირუსი დაუდასტურდა.
ამის შესახებ ინფორმაციას ავსტრიული გამოცემა SturmNetz.at-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, კიტეიშვილი ვირუსის გამო გუნდთან ერთად რამდენიმე დღეა არ იმყოფება. ის კარანტინშია გადაყვანილი.
მისივე ინფორმაციით, COVID-19-ზე ტესტირებისას „შტურმის“ ორი ფეხბურთელის, ოთარ კიტეიშვილისა და ფილიპ ჰასპეკის, ტესტებმა დადებითი პასუხი აჩვენა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,