2020-09-02 12:30:30, 3338 ნახვა
ომი უკრაინაში
რუსეთში კორონავირუსის 4 952 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 115 ადამიანი გარდაიცვალა
რუსეთში, გასული დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსის 4 952 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 115 ადამიანი გარდაიცვალა.
ქვეყანაში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 1 005 000-ს მიაღწია, ხოლო გარდაცვლილთა რიცხვი 17 414-ს შეადგენს. რუსეთში სულ კორონავირუსისგან 821 169 პაციენტი გამოჯანმრთელდა.
ცნობისთვის, რუსეთი კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობით მსოფლიოში მეოთხე ადგილზეა აშშ-ს, ბრაზილიისა და ინდოეთის შემდეგ.
ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან