23:18 - 09 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-09-02 12:13:44, 2541 ნახვა

პოლიტიკა
თალაკვაძე - მიღებულია ყველა ზომა, რათა გლობალური პანდემიის პირობებში საქართველოში დამკვირვებლები ჩამოვიდნენ

მიღებულია ყველა სათანადო ზომა, რათა გლობალური პანდემიის პირობებში საქართველოში დამკვირვებლები ჩამოვიდნენ, - ამის შესახებ პარლამენტის თამჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

მისი თქმით, საქართველო აძლიერებს დემოკრატიას.

„საქართველო საიმედო დემოკრატიული პარტნიორია. ჩვენ გავატარეთ მნიშვნელოვანი დემოკრატიული რეფორმები და მზად ვართ არსებითად პროპორციული სისტემით თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩასატარებლად. საქართველო აძლიერებს დემოკრატიას და მოხარული ვართ, რომ ჩვენი საერთაშორიო მეგობრები და  სტრატეგიული პარტნიორები ამ პროცესს მხარს უჭერენ. ყველა სათანადო ზომა, რათა გლობალური პანდემიის პირობებში დამკვირვებლები საქართველოში ჩამოვიდნენ, მიღებულია" - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.​

ცნობისთვის, დღეს არჩილ თალაკვაძე ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) საქართველოს ოფისის ახალ დირექტორს, ალან გილამს შეხვდა. შეხვედრა ტელეკონფერენციის ფორმატში გაიმართა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კირცხალია ივანიშვილის წარმომადგენელთა სხდომაზე - განვიხილეთ ჩინეთთან ურთიერთობა და სხვა პოლიტიკური საკითხები
ღარიბაშვილი სხდომების დახურვაზე -ჩრდილოვანი მართლმსაჯულების მკაფიო მაგალითია
ბრალი წარედგინა მასწავლებელს, რომელიც 30 წლის წინ, 7 წლის დაზარალებულზე სექსუალურად ძალადობდა - საფარი
გერმანიას შესაძლოა პირველი ქალი პრეზიდენტი ეყოლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics