08:17 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-09-02 11:12:03, 2834 ნახვა

ომი უკრაინაში
კორონავირუსის 38 ახალი შემთხვევიდან 22 ბათუმის საკონდიტრო მაღაზია „დონას“ კლასტერიდანაა, 5-ის წყარო კი, უცნობია

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსის 38 ახალი შემთხვევიდან 5-ის ინფიცირების წყარო უცნობია.

მისივე თქმით, დღევანდელი მონაცემებით, კოვიდ ცენტრებში მკურნალობს 251 დადასტურებული პაციენტი.

„38 დადასტურებული შემთხვევის განაწილება ასეთი გახლავთ: 22 არის ბათუმის საკონდიტრო მაღაზია „დონას“ კლასტერიდან, 7 შემთხვევა გახლავთ დაავადებულ პაციენტებთან კონტაქტი, 4 შემთხვევა შემოტანილია და აქედან 2 სატვირთო ავტომანქანის მძღოლია, 5 პირზე კი მიმდინარეობს კვლევა კონტაქტების მოძიების და წყაროს დადგენის თვალსაზრისით.

გამოჯანმრთელებულების პროცენტული მაჩვენებელი დღევანდელი მონაცემებით 82 გახლავთ.  დღევანდელი მონაცემებით, კოვიდ ცენტრებში მკურნალობს 251 დადასტურებული შემთხვევა. აქედან რეანიმაციისა და ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში მკურნალობს 3 კრიტიკულად მძიმე პაციენტი და 15 მძიმე პაციენტი, დანარჩენების მდგომარეობა არის საშუალო და საშუალოზე მსუბუქი“, - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

როგორც მან აღნიშნა, ამჟამად, თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებული 13 პაციენტი მკურნალობს, საიდანაც ერთის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რესპუბლიკელებმა დაბლოკეს ირანთან ომთან დაკავშირებით ტრამპის უფლებამოსილების შეზღუდვის მცდელობა
რუსეთის ხელისუფლებამ სტენფორდის უნივერსიტეტი „არასასურველ ორგანიზაციად“ გამოაცხადა
აზერბაიჯანულმა მხარემ ოცნების რეჟიმს სადიგოვის ექსტრადიციის მოთხოვნის „განუხილავად დატოვება“ შესთავაზა.
ოკუპირებულ დონეცკში კობა ხაბაზს დაუსწრებლად 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics