06:18 - 19 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-09-02 10:31:40, 1869 ნახვა

საზოგადოება
მიმდინარე წელს საქართველოში აივ ინფიცირების 372 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

მიმდინარე წელს საქართველოში აივ ინფიცირების 372 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის ინფორმაციით, შარშან შესაბამის პერიოდში გამოვლინდა 449 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

2020 წლის 2 სექტემბრის მონაცემებით ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრში რეგისტრირებულია 8474 აივ ინფიცირებული პირი. მათ შოპრის 6326   მამაკაცია და  2148 ქალი. პაციენტთა უმრავლესობა 29-დან 39 წლამდეა. შიდსი  4340 პაციენტს განუვითარდა. 1734 გარდაიცვალა.

2 სექტემბრის მონაცემებით არვ მკურნალობას იტარებს  5220 (4630 + 590 აფხაზეთი) პაციენტი, მათ შორის 46 ბავშვია.

რეგისტრირებულ შემთხვევათა განაწილება გადაცემის გზების მიხედვით ასეთია: 36.6 %   (3107) - ნარკოტიკების ინექციური მომხმარებელია; 49.0 %  (4150) - დაინფიცირდა ჰეტეროსექსუალური კონტაქტის შედეგად; 12.0 %  (1020) - მამაკაცები რომელთაც სექსი აქვთ მამაკაცთან; 1.3 %   (109) - დაინფიცირდა ვერტიკალური გადაცემის გზით;0.5 %   (41) - სისხლის რეციპიენტია;  0.6 %   (47) - გადაცემის გზა დაუდგენელია;

აივ ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა რეგისტრირებულია თბილისში (3148 შემთხვევა, მათგან 87 უცხოეთის  მოქალაქეა 2 დაუდგენელი); სამეგრელოში 1165; შემდეგ იმერეთში 1017; აჭარაში 970; აფხაზეთში (528); კახეთში (419) ქვემო ქართლში (485); შიდა ქართლში (314); გურიაში (180); სამცხე-ჯავახეთში (113) და ა.შ.

2020 წელს  99  აივ ინფიცირებული გარდაიცვალა. მათ შორის 79 მამაკაცია და 20 ქალი

 სულ საქართველოში გამოვლენილია 116 აივ ინფიცირებული ბავშვი. მათ  შორის 70 - ვაჟი, 46 - გოგონა.  27   გარდაიცვალა.   3   გავიდა ქვეყნიდან;

განაწილება ინფიცირების გზების მიხედვით: ვერტიკალური (დედიდან) გადაცემით - 108 შემთხვევა (მათგან 1 - ძუძუთი კვებით);სისხლის რეციპიენტი - 4; დაუდგენელი - 2.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
რატომ ჰგავს რეჟიმის ინიციატივა, დაამკვიდროს აღვირახსნილი ცენზურა რუსულ მოდელს - განვიხილავთ დეტალურად
„გაიარე მეტი უსაფრთხოდ“ - „თეგეტას“ ახალი კამპანია საგზაო უსაფრთხოების კულტურის გასაძლიერებლად
Anchorსაქართველოს ბანკისა და ლურჯი მოცვის მწარმოებელთა ასოციაციის თანამშრომლობის ფარგლებში, საქართველოს საერთაშორისო მოცვის ორგანიზაციის თავმჯდომარე ეწვია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics