|
2020-09-02 10:22:01, 2001 ნახვა
საზოგადოება
პრემიერმა და იუსტიციის მინისტრმა საჯარო რეესტრისა და ციფრული მმართველობის სააგენტოს ახალი ოფისი გახსნეს
პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ და ვიცეპრემიერმა, იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და ციფრული მმართველობის სააგენტოს ახალი სათავო ოფისი გახსნეს. საზეიმო ღონისძიებას ესწრებოდნენ აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წევრები, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო მისიების, ასევე, ბიზნესსექტორის წარმომადგენლები. პრემიერ-მინისტრმა სიტყვით მიმართა ღონისძიების მონაწილეებს და აღნიშნა, რომ „უაღრესად მნიშვნელოვანია, როგორ გარემოში ვშრომობთ“. გიორგი გახარიას თქმით, „ეფექტურად, სწორად დალაგებული სერვისები, რომლებიც რაც შეიძლება ახლოს მივა თითოეულ მოქალაქესთან, ქვეყნის მთავარი გამოწვევაა და ეს არის ის, რასაც იუსტიციის სამინისტრო და საჯარო რეესტრი აკეთებენ“ იუსტიციის სახლებისა და საზოგადოებრივი ცენტრების საშუალებით. იუსტიციის მინისტრის თქმით, საჯარო რეესტრის თანამედროვე და ლამაზი ოფისი საბჭოთა არქიტექტურის ბეტონის ნარჩენების ადგილას აშენდა და ეს სიმბოლურია. თეა წულუკიანმა ხაზი გაუსვა, რომ საჯარო რეესტრისა და ციფრული მმართველობის სააგენტოს საჯარო მოხელეები იმსახურებენ კომფორტულ სამუშაო პირობებს. „მიწის რეგისტრაციის მიმართულებით4 წელიწადში საჯარო რეესტრმა გააკეთა ის, რასაც დამოუკიდებლობის აღდგენიდან 25 წლის მანძილზე ცდილობდნენ მიწის მართვის ორგანოები; 2017 წელს საჯარო რეესტრი იყო მსოფლიოში პირველი უწყება, რომელმაც ბლოკჩეინის ტექნოლოგია დანერგა თავის საქმიანობაში. უკვე ზედიზედ ორი წელია, საქართველო ბიზნესის დაწყების სიმარტივით მე-2 ადგილზეა მსოფლიოში; ციფრულ სააგენტოს კი, ჩემი წარდგენა არ სჭირდება – my.gov.ge-ს იცნობს უკვე ყველა ოჯახი, ეს პლატფორმა გახდა ჩვენი მოკავშირე პანდემიის პირობებში და ჩვენ მისი დახმარებით დავნერგეთ სახელმწიფო სერვისების გაცემა ჯავშნის პრინციპით“, – აღნიშნა იუსტიციის მინისტრმა. გორგასლის ქუჩა №22-ში მდებარე შენობაში საჯარო რეესტრისა და ციფრული მმართველობის სააგენტოს ოფისები განთავსდება და მასში ამ სამსახურების 1100-ზე მეტი თანამშრომელი იმუშავებს, რომლებიც ამ დრომდე სამსახურებრივ მოვალეობებს ოთხ სხვადასხვა ოფისში ასრულებდნენ. ერთ სივრცეში გადასვლით შემცირდება ადმინისტრაციული, ლოჯისტიკური თუ ტრანსპორტირების დანახარჯები და მნიშვნელოვნად გაიზრდება სამუშაოს ეფექტიანობა, გაუმჯობესდება კოორდინაცია და დაიზოგება სამუშაოს შესრულების დრო. საჯარო რეესტრისა და ციფრული მმართველობის სააგენტოს შენობა პირველი საჯარო დაწესებულებაა საქართველოში, სადაც თანამშრომელთა შვილებისათვის საბავშვო ბაღი იმუშავებს. ეს ნოვაცია თანამშრომლებს დროის ეფექტურად დაგეგმვაში დაეხმარება და ორგანიზაციულ კლიმატსაც გააუმჯობესებს. ოფისის მშენებლობა 2017 წელს დაიწყო და 2020 წლის 15 აგვისტოს დასრულდა. 12-სართულიანი შენობის საერთო ფართობი 15 373 კვ. მეტრია. თანამედროვე და კეთილმოწყობილი სამუშაო სივრცე მორგებულია როგორც თანამშრომლების, ისე მოქალაქეების ინტერესებსა და საჭიროებებს. კომფორტული სამუშაო ოთახების გარდა, შენობას აქვს სპეციალური სივრცე მოქალაქეთა მისაღებად – ზეპირი მოსმენებისა და აუდიენციების ოთახები, 180 პირზე გათვლილი საკონფერენციო დარბაზი. შენობა ხელმისაწვდომია შშმ პირებისათვის – აღჭურვილია პანდუსით და ეტლით მოსარგებლეთა ლიფტით.
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
რატომ ჰგავს რეჟიმის ინიციატივა, დაამკვიდროს აღვირახსნილი ცენზურა რუსულ მოდელს - განვიხილავთ დეტალურად
„გაიარე მეტი უსაფრთხოდ“ - „თეგეტას“ ახალი კამპანია საგზაო უსაფრთხოების კულტურის გასაძლიერებლად
Anchorსაქართველოს ბანკისა და ლურჯი მოცვის მწარმოებელთა ასოციაციის თანამშრომლობის ფარგლებში, საქართველოს საერთაშორისო მოცვის ორგანიზაციის თავმჯდომარე ეწვია
|
რედაქტორის რჩევით
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
რატომ ჰგავს რეჟიმის ინიციატივა, დაამკვიდროს აღვირახსნილი ცენზურა რუსულ მოდელს - განვიხილავთ დეტალურად
ომი უკრაინაში
რუსეთის ძალებმა დნეპრისა და ოდესის საცხოვრებელ შენობებს იერიში მიიტანეს, რის შედეგადაც 20 ადამიანი დაშავდა
რუსეთმა ლიმანის „ცეცხლოვანი კერის“ აღების შესახებ წელს მეორედ გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ ჰგავს რეჟიმის ინიციატივა, დაამკვიდროს აღვირახსნილი ცენზურა რუსულ მოდელს - განვიხილავთ დეტალურად
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)