2020-09-01 15:54:30, 2306 ნახვა
პოლიტიკა
ღარიბაშვილი სააკაშვილზე - იმდენად ბრიყვია ეს შეშლილი მანიაკი, რომ ჰგონია ქართველ ხალხს ისევ მოატყუებს
„იმდენად ბრიყვია ეს შეშლილი მანიაკი, რომ ჰგონია ქართველ ხალხს ისევ მოატყუებს“ , - ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.
მან ასევე აღნიშნა, რომ მოსახლეობა სწორად აფასებს ექსპრეზიდენტის დანატოვარსა და მემკვიდრეობას.
“იმდენად ბრიყვია ეს შეშლილი მანიაკი და შეპყრობილი ძალაუფლების დაბრუნების სურვილით, რომ მას ჰგონია, რომ ქართველ ხალხს კვლავაც მოატყუებს. არც ერთ შემთხვევაში. დღეს არის სხვა რელობა საქართველოში. ჩვენი მოქალაქეები, ჩვენი ამომრჩევლები ძალიან კარგად აფასებენ როგორც სააკაშვილის მემკვიდრეობას, ასევე მის დანატოვარს, ცრუ დაპირებებს და ა.შ”, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,