|
2020-09-01 15:44:03, 3443 ნახვა
ეკონომიკა
„ვილა მთაში“ - დაისვენე ოთხივე სეზონზე
არა აქვს მნიშვნელობა წელიწადის რომელ დროს და როგორ თავგადასავალს ეძებთ, „ვილა მთაში“ ყოველთვის გელით ბაკურიანში და ოთხივე სეზონზე დაუვიწყარ შთაბეჭდილებებს გთავაზობთ. სასტუმრო 11 ე.წ. „ლაქშერი“ ტიპის კოტეჯისგან შედგება, სადაც შესაძლებელია, როგორც მეგობრებთან ერთად აქტიური დასვენება და გართობა, ისე ოჯახთან ერთად მშვიდ გარემოში დროის გატარება. კოტეჯები 4 წლის წინ აშენდა კომპანია „სტრადიქს ფროფერდიზის“ მიერ. თავიდანვე „ვილა მთაში“ გათვლილი იყო მაღალსეგმენტიან უცხოელ დამსვენებლებზე. კომპანიის ერთერთი დამფუძნებელი და დირექტორი ზაზა ზედგენიძე ამბობს, რომ წელს პანდემიის პერიოდიდან გამომდინარე საკუთარი სტრატეგიის გადახედვა და უფრო ადგილობრივ დამსვენებელზე მორგება მოუწიათ. თუმცა, ამის მიუხედავად, სასტუმროს მნიშვნელოვნად შეუმცირდა შემოსავალი. თიბისის მხარდაჭერით კი, „ვილა მთაში“ კოტეჯების გარე ინფრასტრუქტურის გაფართოებას და მოწესრიგებას გეგმავს და ზამთრის სეზონისთვის მოემზადება. „სასტუმროს 80-მდე ადამიანის მიღება შეუძლია, ვაპირებთ, რომ კოტეჯების ეზო უფრო მოვაწესრიგოთ, რათა მეტი კომფორტი შევთავაზოთ დამსვენებელს. ასევე, ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ კოტეჯები არ გავაჩეროთ, ამიტომ მოგვიწია ადგილობრივ დამსვენებელზე მორგება. ზამთრის სეზონისთვის, ვაპირებთ დამატებითი ინფრასტრუქტურის მოწყობას“, - ამბობს ზაზა ზედგენიძე.
ზელენსკი: ვიტკოფისა და კუშნერის ვიზიტების დროს საჰაერო დარტყმებს არ განვახორციელებთ, რუსეთმაც იგივე უნდა გააკეთოს
დენის კულანინმა საქართველო დატოვა
სააკაშვილი- მელია რომელიც ერთ დროს ჩემს მზეს რომ ფიცულობდა, ახლა ის დერეფანში ჩემს ყოველ ჩავლაზე მთელი ხმით უშვერ დედის გინებებს აღავლენს ხოლმე, ჩემი მიმართულებით
პროკურატურა - „ასავალ-დასავალის“ რესპონდენტის გარდაცვალებასთან დაკავშირებით ოპოზიციის სამი წევრი დაიკითხა
|
რედაქტორის რჩევით
რა კავშირები აქვს სომეხ ბიზნესმენს რუსეთთან რომელმაც ბილტმორი და ტერაბანკი იყიდა
გებელსიადა ComCom-ში საბჭოთა ცენზურის დაცვით
ომი უკრაინაში
რუსული დრონი კიევში СБУ-ს მთავარ ოფისს დაეჯახა
ოდესა კვლავ დაბომბვის ობიექტი გახდა,არიან დაღუპულები და დაჭრილები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)