20:50 - 29 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-09-01 15:15:47, 3308 ნახვა

სამართალი
პროკურორი - ჩანთაზე გიორგი შაქარაშვილისა და იმ პიროვნების დნმ პროფილი ამოვიდა, რომელსაც ის ეკუთვნოდა

გიორგი შაქარაშვილის საქმის პროკურორის, დავით ყაზარაშვილის განცხადებით, ჩანთაზე არსებული ბიოლოგიური მასალა შედარდა როგორც მკვლელობაში ბრალდებულების, ასევე თავდასხმაში ბრალდებული პირების დნმ-ს.

მისი თქმით, ჩანთაზე გიორგი შაქარაშვილისა და იმ პიროვნების დნმ პროფილი ამოვიდა, რომელსაც ჩანთა ეკუთვნოდა.

„ამ ჩანთაზე არსებული ბიოლოგიური მასალა შედარდა როგორც მკვლელობაში ბრალდებულებს, ასევე თავდასხმაში ბრალდებულებს და ასევე, იმ პირებს, რომლებმაც დაზარალებულები წაიყვანეს შემთხვევის ადგილიდან. ეს არის ე.წ. საბურთალოს მხარე. თუმცა, მათი დნმ პროფილები არ ამოვიდა ჩანთაზე. ჩანთაზე ამოვიდა უშუალოდ გიორგი შაქარაშვილის დნმ პროფილი და იმ პიროვნების დნმ პროფილი, რომელსაც ეკუთვნოდა ეს ჩანთა. ექსპპერტიზის დასკვნაში პირდაპირაა მითითებული, რომ შესაძლოა იყოს გიორგი შაქარაშვილის ნათესავის და რა ტქმა უნდა, ამ კუთხითაც მიმდინარეობს საექსპერტო კვლევა. ყველა თავდამსხმელი პირის დნმ შედარებულია, მათ შორის ნიკა ჟვანიას დნმ-ც და მათი დნმ ჩანთაზე არ აღმოჩნდა“,- განაცხადა დავით ყაზარაშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ხაბეიშვილი ელენე ხოშტარიაზე - უამრავი თავისუფლებაზე მყოფი ინატრებდა მის ასეთ უშიშარ ხასიათს
ხოშტარია - ოცნება როგორც ჩემს ჯანმრთელობაზე, ასევე თითოეული მოქალაქის ჯანმრთელობის დაზიანებაზე, აუცილებლად აგებენ პასუხს
ვოლსკი - ელენე ხოშტარიას პატარაობიდან ვიცნობ - მტკივა ეგ ამბავი, მაგრამ ასე ეტლში ჩამჯდარი სააკაშვილიც ვიხილეთ
განათლების შესაძლებლობა მომავალი არქიტექტორებისთვის - საქართველოს ბანკის გიორგი ჩახავას სახელობის სასტიპენდიო პროგრამაზე მიღება დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics