|
2020-09-01 14:12:01, 2437 ნახვა
პოლიტიკა
ხოშტარია: ინაშვილები ქვეყანას ბევრი ჰყოლია - სახელმწიფოს მხრიდან სუსტი რეაგირება პრობლემაა
ევროპული საქართველოს ვაკის მაჟორიტარობის კანდიდატი, ელენე ხოშტარია კრემლისა და პატრიოტთა ალიანსის კავშირებზე განცხადებას ავრცელებს და სახელმწიფო უწყებებს საქმის გამოძიებისაკენ მოუწოდებს. ელენე ხოშტარიას თქმით, პატრიოტთა ალიანსის და რუსეთის კავშირები ცალსახაა და ამას ადასტურებს დოსიეს ანგარიშის მეორე ნაწილი, სადაც კრემლის მიერ მიცემული ინსტრუქციებია ასახული პატრიოტთა ალიანსის მიმართ. ხოშტარიამ აღნიშნა, რომ ყველა ეს ინსტრუქცია პატრიოტთა ალიანსმა შეასრულა და ეს მათ განცხადებებში ჩანს. ელენე ხოშტარია სახელმწიფო ორგანოებს ამ საქმის სათანადო გამოძიებისაკენ მოუწოდებს. „მინდა საზოგადოებას მივაწოდო ინფორმაცია, კრემლის მხრიდან საქართველოს საარჩევნო პროცესში ჩარევასთან დაკავშირებით, რომელიც დამატებით გამოქვეყნდა გუშინ საღამოს. დოსიეს ანგარიშის ამ მეორე ნაწილში მოყვანილია კონკრეტული მიმოწერა, მსჯელობა პატრიოტთა ალიანსის კამპანიის ბევრ ასპექტზე, როგორებიცაა მათი სლოგანები, ბანერები, მესიჯები, რაზეც მათ უნდა ისაუბრონ. დღეს, გარდა ამ ფაქტებისა, მინდა კონკრეტულად მინდა გავამახვილო ყურადღება იმ დამთხვევებზე, რომელიც მიცემულ ინსტრუქციებსა და ჩვენი ყურით მოსმენილ რეალობას შორის არის. მას შემდეგ, რაც ირმა ინაშვილი და პატრიოტთა ალიანსი წავიდნენ აფხაზეთში და ამან გამოიწვია საზოგადოებრივი რეაქცია, ირმა ინაშვილმა და პატრიოტთა ალიანსმა მიიღო კონკრეტული ინსტრუქცია, თუ როგორ უნდა უპასუხოს ამ ბრალდებებს. ამ ინსრუქციაში მოყვანილია ფრაზები იმის შესახებ, რომ მათი ვიზიტის მიზანი იყო კერძო, დავალებული აქვთ თქვან, რომ ისინი ჩავიდნენ ახლობლებთან და ემსახურებოდა ფერიცვალებასთან დაკავშირებით ილორის ხატის ჩატანას. ზუსტად 26 აგვისტოს, მას შემდეგ რაც ირმა ინაშვილმა მიიღო ეს ინსტრუქცია, ჩვენ მის ბრიფინგში ვკითხულობთ ზუსტად ანალოგიურ ფრაზებს. დამთხვევა არის ძალიან ცალსახა, იდენტურია ინსტრუქციები და ინაშვილის სიტყვები. ამავდროულად, ამ ინსტრუქციებში, საუბარია ნეიტრალიტეტის ხაზგასმის და ხშირად ხსენების აუცილებლობაზე, რომელ ინსტრუქციასაც ირმა ინაშვილი ასრულებს 26 აგვისტოს და საუბრობს ნეიტრალიტეტის აუცილებლობაზე. აქ კარგად უნდა გვესმოდეს, რომ პრობლემა არ არის ირმა ინაშვილი, ირმა ინაშვილები ჩვენ ქვეყანას ძალიან ბევრი ჰყოლია, პრობლემა არის ის, თუ როგორ რეაგირებს სახელმწიფო რუსეთის მხრიდან ჩვენ საარჩევნო პროცესში ჩარევაზე. ეს რეაგირება, დღეს არის წარმოუდგენლად სუსტი, ჩვენ გვესმის ვოლსკისგან საუბარი, რომ თითქოს ეს რაღაც ფურცლებია და მათ გამო რეაგირება არასერიოზულია, ასევე მხოლოდ აუდიტის სამსახურის ჩარევა უბრალოდ წარმოუდგენელია, რადგან მათ არ აქვთ მანდატი გამოიძიონ ეროვნული უსაფრთხოების ეს საკითი. ამრიგად ჩვენ მოვითხოვთ,რომ სახელმწიფო ძალიან სერიოზულად მოეკიდოს ამ საკითხს და დაიწყოს გამოძიება სუს-მა და პროკურატრამ უცხო, მტრული ქვეყნის, ოკუპანტის მხრიდან საქართველოს საარჩევნო პერიოდში ჩარევის ფაქტზე, რომელსაც გააჩნია ძალიან ბევრი კომპონენტი, ეს შეიძლება იყოს მტრული სახელმწიფოსთვის ხელშეწყობა მტრულ საქმიანობაში, ეს არის ფინანსური რესურსების მიღება, შუღლის გაღვივება, დესტაბილიზაციის მოწყობის მცდელობა“, - აცხადებს ელენე ხოშტარია.
თბილისი პრაიდი: "ოცნებამ" სცადა, ქვიარ ადამიანები საზოგადოებრივი ცხოვრებიდან გავექრეთ
SJC: 17 მაისი საქართველოში „ოჯახის“ იდეის პოლიტიკური ინსტრუმენტალიზაციის სიმბოლური დღეა
ელენე ხოშტარია - ხალხის სიმრავლე და ვერც დრო, ვერ წაშლის 2013 წლის 17 მაისს ჩადენილ ბოროტებას
შიო მესამე - თუ ოჯახში ტრიალებს მძიმე ცოდვა, ისეთი როგორიც არის, მაგალითად, აბორტი, მაშინ ბედნიერებას ვერ ააშენებ, განწირულია ასეთი ოჯახი
|
რედაქტორის რჩევით
ოცნების რეჟიმმა მხარი არ დაუჭირა იმ ადამიანის გასამართლებას, ვინც 412 ქართველის მოკლა და ანწუხელიძე აწამა
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
ომი უკრაინაში
რუსეთმა ლიმანის „ცეცხლოვანი კერის“ აღების შესახებ წელს მეორედ გამოაცხადა
კიევში გლოვის დღე გამოცხადდა, ბოლო ცნობით, რუსული რაკეტის თავდასხმისას 24 ადამიანი გარდაიცვალა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
მთავარი თემა
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)