|
2020-09-01 12:58:33, 2318 ნახვა
პოლიტიკა
„სამოქალაქო პლატფორმა 20/20“ მოითხოვს, ცესკომ პანდემიის პირობებში არჩევნების ჩატარების პროტოკოლი დროულად გამოაქვეყნოს
„სამოქალაქო პლატფორმა 20/20“ მოითხოვს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ დროულად შეიმუშაოს და გამოაქვეყნოს პროტოკოლი, რომლითაც აპირებს პანდემიის პირობებში არჩევნების ჩატარებას. როგორც დღეს გამართულ ბრიფინგზე „სამოქალაქო პლატფორმა 20/20“-ის აღმასრულებელმა დირექტორმა თენგო თევზაძემ განაცხადა, შექმნილი ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე ფაქტია, რომ არჩევნები ჩვეულ რეჟიმში ვერ ჩაივლის. „საარჩევნო უბნებზე რიგების თავიდან ასაცილებლად, აგრეთვე, კომისიის წევრების, დამკვირვებლებისა და ამომრჩევლების ჯანმრთელობის უსაფრთხოების მოთხოვნების დაცვის უზრუნველსაყოფად, აუცილებელია გაიწეროს წესები და პროცედურები. ჩვენ მზად ვართ აქტიურად ჩავერთოთ აღნიშნული პროტოკოლის შემუშავებაში და ვითანამშრომლოთ ცესკოსთან“, - განაცხადა თევზაძემ. რაც შეეხება ადმინისტრაციული რესურსის არასათანადოდ გამოყენების ფაქტებს. როგორც ბრიფინგზე „სამოქალაქო პლატფორმა 20/20“ -ის პროგრამების დირექტორმა ლაშა ფარულავამ განაცხადა, რამდენიმე დღის წინ მსგავსი ფაქტი დაფიქსირდა საჩხერის მუნიციპალიტეტში. „საარჩევნო რეგულაციები დღეს ამოქმედდა. მომავალში მსგავს ინციდენტებზე "სამოქალაქო პლატფორმა 20/20" განახორციელებს ადვოკატირებას და მონიტორინგს. ჩვენი გრძელვადიანი დამკვირვებლები ყველა მაჟორიტარულ ოლქში ამას უზრუნველყოფენ“, - განაცხადა ფარულავამ. მისი თქმით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების გამოწვევად იქცა იუსტიციის მინისტრის ახალი ბრძანება, რომელმაც ამომრჩეველთა რეგისტრაციის ვადები 5 დღიდან 30 დღემდე გაახანგრძლივა. „მინისტრის ახალი ბრძანება ხელისუფლებას აძლევს მანიპულაციის შესაძლებლობას, მისთვის სასურველ ამომრჩეველს დროულად დაუკმაყოფილოს მოთხოვნა რეგისტრაციის ადგილის შეცვლასთან დაკავშირებით, ოპოზიციურად განწყობილ ამომრჩეველს კი პროცედურები გაუწელოს, ნოემბრამდეც კი,“- განმარტა ფარულავამ. როგორც „სამოქალაქო პლატფორმა 20/20“-ის პროგრამების დირექტორმა აღნიშნა, რომ შიდა მიგრაცია ნებისმიერ არჩევნებზე სერიოზული გამოწვევაა, რადგან ამომრჩეველთა დიდი ნაწილი რეგისტრირებულია რაიონებში, დედაქალაქში ან დიდ ქალაქებში მუშაობს, არჩევნების დღეს საერთოდ ვერ ახერხებს ხმის უფლების გამოყენებას. „იუსტიციის მინისტრის ახალი ბრძანება, რომელმაც გაართულა რეგისტრაციის პროცედურები, უარყოფითად აისახება ამომრჩეველთა აქტივობაზე“, - განაცხადა ფარულავამ. “სამოქალაქო პლატფორმა 20/20” არასამთავრობო ორგანიზაციაა, რომელიც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებს დააკვირდება.
თბილისი პრაიდი: "ოცნებამ" სცადა, ქვიარ ადამიანები საზოგადოებრივი ცხოვრებიდან გავექრეთ
SJC: 17 მაისი საქართველოში „ოჯახის“ იდეის პოლიტიკური ინსტრუმენტალიზაციის სიმბოლური დღეა
ელენე ხოშტარია - ხალხის სიმრავლე და ვერც დრო, ვერ წაშლის 2013 წლის 17 მაისს ჩადენილ ბოროტებას
შიო მესამე - თუ ოჯახში ტრიალებს მძიმე ცოდვა, ისეთი როგორიც არის, მაგალითად, აბორტი, მაშინ ბედნიერებას ვერ ააშენებ, განწირულია ასეთი ოჯახი
|
რედაქტორის რჩევით
ოცნების რეჟიმმა მხარი არ დაუჭირა იმ ადამიანის გასამართლებას, ვინც 412 ქართველის მოკლა და ანწუხელიძე აწამა
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
ომი უკრაინაში
რუსეთმა ლიმანის „ცეცხლოვანი კერის“ აღების შესახებ წელს მეორედ გამოაცხადა
კიევში გლოვის დღე გამოცხადდა, ბოლო ცნობით, რუსული რაკეტის თავდასხმისას 24 ადამიანი გარდაიცვალა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)