2020-09-01 11:52:56, 2222 ნახვა
პოლიტიკა
გია ვოლსკი - არ შეიძლება „პატრიოტთა ალიანსის“ მიმართ რაღაც ფურცლის გამო გამოძიება დაიწყოს
„არ შეიძლება „პატრიოტთა ალიანსის“ მიმართ რაღაც ფურცლის გამო გამოძიება დაიწყოს“, - ასე გამოეხმაურა ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი ბათუმში „პატრიოტთა ალიანსის“ ბანერს.
მისი თქმით, აღნიშნული საკითხი აუდიტის სამსახურმა უნდა შეისწავლოს.
„არ შეიძლება, რომ ოპონენტმა პარტიამ ააფრიალოს და გამოაცხადოს წინა რეჟიმი დამნაშავედ ან „პატრიოტთა ალიანსის“ მიმართ რაღაც ფურცლის გამო დაიწყოს გამოძიება. ვისაც ევალება, ეს არის აუდიტის სამსახური და უნდა შეისწავლოს, რამდენად დაფინანსებულია გარედან, მითუმეტეს ოკუპანტი ძალის მიერ. ეს არის გამორიცხული, არ შეიძლება, დაუშვებელია”,- განაცხადა ვოლსკიმ.
ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან