13:45 - 28 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-08-31 18:12:19, 3964 ნახვა

მსოფლიო
ბალტიის ქვეყნებმა ლუკაშენკოსა და მის მთავრობას სამოგზაურო შეზღუდვები დაუწესეს

ლიეტუვამ, ლატვიამ და ესტონეთმა ბელარუსის პრეზიდენტს, ალექსანდრ ლუკაშენკოს და მთავრობის 29 წევრს სამოგზაურო შეზღუდვები დაუწესეს.

სანქციები იმ პირებსაც შეეხოთ, ვინც 9 აგვისტოს შემდეგ მომინგეების წინააღმდეგ ძალი გამოყენებაში მონაწილება მიიღეს.

სანქციებზე კომენტარი ლიეტუვის პრეზიდენტმა გააკეთა და აღნიშნა, რომ რეჟიმს დიალოგისკენ მოუწოდებდნენ, თუმცა მათ ეს არ გაითვალისწინეს.

„ჩვენ ვთქვით, რომ მშვიდობიანი დიალოგი და შეთანხმება გვჭირდება რეჟიმსა და საზოგადოებას შორის, მაგრამ ვხედავთ, რომ რეჟიმი ამისათვის მზად არ არის. ჩვენ ვხედავთ, რომ საჭიროა გადავდგათ ნაბიჯი და ამით სხვა ქვეყნებს მაგალითი ვუჩვენოთ“ ,  – განაცხადა ლიეტუვის პრეზიდენტმა, გიტანას ნაუსედამ.

ბალტიის ქვეყნების გარდა, ბელარუსის მაღალჩინოსნებზე სანქციები ევროკავშირმაც დაამტკიცა.

ევროკავშირის სანქციებს ლუკაშენკომ უპასუხა და განაცხადა, რომ სანქციების ძალაში მოყვანის შემთხვევაში სატრანზიტო გზებს ჩაკეტავს.

შეგახსენებთ, რომ ბელარუსში საპროტესტო აქციები გრძელდება.

30 აგვისტოს ქუჩაში ათობით ათასი ადამიანი გამოვიდა, საიდანაც დააკავეს სულ მცირე 140 მომიტინგე და 20-მდე ჟურნალისტი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კოპალეიშვილი „ოცნების“ დეპუტატებს - ჩემი სტუდენტები იყვნენ, რა საფრთხეს წარმოვადგენ მე?
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
ლაშა ფარულავა - ოცნება ხალხს ცხოვრებას კიდევ ერთხელ უძვირებს - ეს სოციალური ტერორის გზაა
4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულებს, მურთაზ ზოდელავას, ლაშა ბერიძეს, ირაკლი ჩხვირკიასა და გური ჟვანიას საპროცესო შეთანხმება გაუფორმდათ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics