21:40 - 04 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-08-31 17:05:53, 3264 ნახვა

ეკონომიკა
ირაკლი კოვზანაძე: პარლამენტის მიერ დამტკიცებული სახელმწიფო ბიუჯეტის შეცვლილი მაკროეკონომიკური პარამეტრები რეალურია

„ეკონომიკის ვარდნის ტემპი  ივლისში აღარ არის ისეთი მაღალი, როგორც ეს იყო წინა პერიოდში. მე ვფიქრობ, რომ წლის ბოლომდე ქვეყნის ეკონომიკის შემცირების მაჩვენებელი -4  დან -5 % ფარგლებში იქნება“, -ასე გამოეხმარა პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძე საქსტატის მიერ დღეს გამოქვეყნებულ ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლებს.

მისი თქმით, პარლამენტის მიერ დამტკიცებული სახელმწიფო ბიუჯეტის   შეცვლილი   მაკროეკონომიკური პარამეტრები რეალურია.

„ივლისში  საქართველოს ეკონომიკა -5.5 % შემცირდა, როგორც იცით,  ბიუჯეტში ჩადებულია მშპ-ს  4 %-იანი  შემცირება. ასიგნებები 15,9 მილიარდი ლარია.   ბიუჯეტის დამტკიცების დროს ჩვენ მთვარობას მივეცით თანხმობა  ბიუჯეტის დეფიციტი 8.5 % მდე გაზრდილიყო. თუ პანდემიის მეორე ტალღა არ გვექნა, სავარაუდოდ, წლის ბოლოს,  მშპ-ს  შემცირება   -4  დან -5 % ფარგლებში იქნება“, -აღნიშნა ირაკლი კოვზანაძემ.

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე  ბოლო პერიოდში გამოქვეყნებულ რეიტინგებსაც გამოეხმაურა.

მისი თქმით, სარეიტინგო  კომპანია   „S&P",  ასევე,  Fitch Rating-ს    ქვეყნის  სუვერენული საკრედიტო რეიტინგი უცვლელი დატოვა.

„ეს არის   დადასტურება  საქართველოს ეკონომიკის მდგრადობის და გზავნილი ინვესტორებისთვის,  რომ პანდემიის დაძლევის შემდეგ სწრაფი ეკონომიკური ზრდაა მოსალოდნელი. ეს ნიშნავს იმას რომ ქვეყნის ეკონომიკა მაკროეკონომიკურ წონასწორობას ინარჩუნებს, რაც განპირობებულია  იმ ფუნდამენტური რეფორმებით რაც წლების განმავლობაში მთვარობამ და პარლამენტმა ერთობლივად განახორციელა.მათ შორის არის: მოგების გადავადებული გადასახადი (ე.წ. ესტონური მოდელი), დეპოზიტების დაზღვევის სისტემა, საპენსიო რეფორმა,  გარდა ამისა, კანონები ფინანსური გირავნობის, ურთიერთგაქვითვის და დერივატივების შესახებ და უმნიშვნელოვანესი კანონპაკეტი, „საინვესტიციო ფონდების" შესახებ და სხვა“, - აღნიშნა ირაკლი კოვზანაძემ.​





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ზელენსკი: ვიტკოფისა და კუშნერის ვიზიტების დროს საჰაერო დარტყმებს არ განვახორციელებთ, რუსეთმაც იგივე უნდა გააკეთოს
დენის კულანინმა საქართველო დატოვა
სააკაშვილი- მელია რომელიც ერთ დროს ჩემს მზეს რომ ფიცულობდა, ახლა ის დერეფანში ჩემს ყოველ ჩავლაზე მთელი ხმით უშვერ დედის გინებებს აღავლენს ხოლმე, ჩემი მიმართულებით
პროკურატურა - „ასავალ-დასავალის“ რესპონდენტის გარდაცვალებასთან დაკავშირებით ოპოზიციის სამი წევრი დაიკითხა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics