2020-08-31 15:35:20, 1464 ნახვა
პოლიტიკა
მდინარაძის განცხადებით, პირები, რომლებსაც კოვიდ19-ით ინფიცირებულ პარტიის წევრთან კონტაქტი არ ჰქონიათ, შეუზღუდავ რეჟიმში მუშაობენ
მმართველი გუნდის წევრის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, პირები, რომლებსაც კოვიდ19-ით ინფიცირებულ პარტიის წევრთან კონტაქტი არ ჰქონიათ, შეუზღუდავ რეჟიმში მუშაობენ.
მისვე თქმით, ისინი, ვინც ინფიცირებულთან უშუალო შემხებლობაში იყვნენ, კარანტინსა და თვითიზოლაციაში გადავიდნენ.
„პროტოკოლის დაცვით, ვინც იყო მასთან უშუალო შემხებლობაში, ისინი გადავიდნენ კარანტინსა და თვითიზოლაციაში. დანარჩენები დადიან შეზღუდულ რეჟიმში იმიტომ, რომ შტაბის მუშაობა არ უნდა გაჩერდეს. ვინც უშუალო კავშირში არ იყო ისინი დადიან, მაგრამ მათი რაოდენობაც შევზღუდეთ დროებით“, - განაცხადა მდინარაძემ.
ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან